ქურთები სომხეთში — ეთნიკური უმცირესობა ხოხეთში, რომლებიც ძირითადად განხახლებულნი არიან სომხეთის დასავლეთ ნაწილებში. ერევანის აღმოსავლეთმცოდნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ქურთული განყოფილება. სომხეთიში მხოვრები ქურთები პირველები იყვნენ, რომელთაც მიუწვდებოდა ხელი მედიაზე, როგორიცაა რადიო, ასევე განათლებასა და პრესაზე თავიან მშობლიურ ენაზე[1], მაგრამ ძირითადად ქურთი მოსახლეები, 1939 წლიდან 1959 წლამდე აღწერილნი იყვნენ როგორც აზერბაიჯანელები ან როგორც სომხები.[2][3]

ქურთები სომხეთში (1862 წელი)

ქურთები სომხეთში რედაქტირება

1918–1920 წლების სომხეთის პირველ რესპუბლიკაში ქურთებმა მიიღეს პოლიტიკური უფლებები, ქურთი წარმომადგენელი აირჩიეს სომხეთის პარლამენტში, ზოგიერთი ქურთი გახდა სომხური არმიის ოფიცერი და ამის შემდეგ შეიქმნა მოხალისე ქურთთა რაზმები.[4]

საბჭოთა პერიოდის დროს სომხეთში გამოიცა დიდი რაოდენობით ქურთული ლიტერატურა, გაიხსნა ეროვნული სკოლები და ქურთული რადიო. დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად, საბჭოთა სომხეთი ქურთული ლიტერატურის მთავარი ცენტრი იყო.[5] 1925 წელს ორმოცზე მეტი სკოლა გაიხსნა სომხეთში სპეციალურად მათთვის.[6]

1937 წელს, სტალინიზმის პერიოდში, სომხეთში მცხოვრები ქურთები იძულებითი მიგრაციის მსხვერპლნი გახდნენ და ათასობით ქურთი მოსახლე იძულებული იქნა დაეტოვებინა სომხეთის ტერიტორია.[7][8]

1992-1994 წლების განმავლობაში აზერბაიჯანის ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონებში მცოვრები ქურთული უმცირესობა იძულებული გახდა დაეტოვებინა რეგიონები და გაქცეულიყვნენ, მთიანი ყარაბაღის ომის დროს სომეხთა შემოსევის გამო.[9] სომხეთმა ეფექტურად დაიპყრო ყოფილი რეგიონი რომელსაც „წითელი ქურთისტანი“ ეწოდებოდა (1923-1929 წლებში), რადგან ეს ტერიტორია წარმოადგენდა მნიშვნელოვან დერეფანს, რომელიც აკავშირებდა სომხებსა და დანარჩენ არმიის სომხეთის რესპუბლიკას.

ქურთების კვლევების ცენტრის დირექტორის თქმით, დღევანდელ პირობებში სომხეთში ქურთების მდგომარეობა ნორმალურია და არ არსებობს რაიმე დისკრიმინაციული ქმედებები მათ მიმართ. [10] სომხეთის საარჩევნო კოდექსის თანახმად პარლამენტში ერთ ადგილს უტოვებენ ქურთი უმცირესობის წარმომადგენელს.[11]

ამჟამად ქურთები გაერთიანებული არიან სომხეთის ოთხ საზოგადოებრივ გაერთიანებაში. სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განყოფილების გარდა, სომხეთში სომეხ მწერალთა კავშირში ასევე არსებობს ქურთი მწერლების განყოფილება.

კულტურული ურთიერთობები რედაქტირება

გამოჩენილმა სომეხმა კომპოზიტორმა კომიტასმა შეაგროვა მრავალი სომხური, ქურთული და თურქული ხალხური სიმღერა,[12] და 1897 წელს მან ბერლინის ვილჰელმ ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში მიიღო ქურთული მუსიკის სწავლების ხარისხი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The Peoples of the USSR: An Ethnographic Handbook - P. 117. by Ronald Wixman
  2. Mannerheim: Marshal of Finland - P. 210. by Alexandre Bennigsen, Stig Jägerskiöld, S. Enders Wimbush
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-10. ციტირების თარიღი: 2007-07-10.
  4. Гажар Аскеров КУРДСКАЯ ДИАСПОРА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-20. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
  5. Kurds at Great Soviet Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-27. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
  6. Encyclopedia of World Cultures - P 225. by David Levinson
  7. "(McDowall - A Modern History of the Kurds, page 492)"
  8. Kurdish Culture and Society: An Annotated Bibliography - P. 22. by Lokman I. Meho, Kelly L. Maglaughlin
  9. (1993) A People without a country : the Kurds and Kurdistan, Chaliand, Gérard, 1934-, Ghassemlou, Abdul Rahman., Revised and updated, London: Zed Press, გვ. 203. ISBN 1856491943. OCLC 28577923. 
  10. Шакро Мгои: «После распада СССР многие курды так и не получили гражданства России»/ Noev Kovcheg, #13, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-06. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
  11. DocumentView. ციტირების თარიღი: 2018-01-25
  12. Petsche, Johanna (2015) Gurdjieff and Music: The Gurdjieff/de Hartmann Piano Music and Its Esoteric, გვ. 121.