ხაიშან ქულუგ-ყაენი იგივე იმპერატორი ვუჟონგი (დ. 4 აგვისტო, 1281 — გ. 27 იანვარი, 1311, ხანბალიქი) — იუანის დინასტიის მე-3 იმპერატორი 1307-1311 წლებში, მონღოლთა ნომინალური ყაენი, დარმაბალას ვაჟი, თემურ-ყაენის ძმისშვილი და ყუბილაის შვილთაშვილი. ბიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, ყურულთაიმ დიდ ყაენად და იმპერატორად სწორედ ის აირჩია.

ქულუგ-ყაენი
Хөлөг хаан
მონღოლთა იმპერიის მე-7 დიდი ყაენი და
იუანის დინასტიის მე-3 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 21 ივნისი, 1307
მმართ. დასასრული: 27 იანვარი, 1311
წინამორბედი: თემურ-ყაენი
მემკვიდრე: ბუიანთუ-ყაენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 აგვისტო, 1281
გარდ. თარიღი: 27 იანვარი, 1311
გარდ. ადგილი: ხანბალიქი, იუანის დინასტია
მეუღლე: ჟენგე ხათუნი
შვილები: ჯაიათუ-ყაენი
ხუთუღთუ-ყაენი
სრული სახელი: ხაიშან ქულუგ-ყაენი
დინასტია: იუანი
მამა: დარმაბალა
დედა: დაღი ხათუნი
რელიგია: ტიბეტური ბუდიზმი

ქულუგის მმართველობის პერიოდში გრძელდებოდა კონფლიქტი კორეასთან. 1309 წელს აჯანყებულმა კორეელებმა მოახერხეს დამოუკიდებლობის მოპოვება, მაგრამ მონღოლებმა მაინც დაიმორჩილეს ისინი. ქულუგ-ყაენი მისი წინამორბედების მსგავსად დაინტერესებული იყო კულტურით, ლიტერატურითა და პოეზიით. მის დროს ჩინეთში დაიხვეწა ქაღალდის წარმოების პროცესი.

ქულუგ-ყაენმა ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი უმცროსი ძმა, აიურბარვადა, იმ პირობით, რომ მოგვიანებით მისი ვაჟები გახდებოდნენ ბუიანთუს მემკვიდრეები და შესაძლო ყაენები. თავად ქულუგ-ყაენი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, 1311 წლის 27 იანვარს. შესაბამისად ტახტიც აიურბარვადას ერგო, რომელიც ბუიანთუ-ყაენის სახელით გახდა მონღოლთა დიდი ყაენი და იუანის დინასტიის იმპერატორი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • The Cambridge History of China: "Alien regimes and border states, 907–1368", p.505
  • Praphatsō̜n Sēwikun, Sirindhorn, Thanākhān Kasikō̜n Thai From the Yellow River to the Chao Phraya River, p.273
  • Culture and Conquest in Mongol Eurasia by Thomas T. Allsen, p. 48
  • Jeremiah Curtin, Theodore Roosevelt The Mongols: A History, p.384
  • C. P. Atwood Encyclopedia of Mongolia and the Mongol Empire, p.608
  • The Cambridge History of China: "Alien regimes and border states, 907–1368", p.507
  • Biran, p. 77; Grousset, p. 338
  • Brett L. Walker The Conquest of Ainu Lands, p.133

წყარო რედაქტირება