ქსეროფიტები (ბერძ. ξερός — „მშრალი“ და φυτόν — „მცენარე“) — მცენარეები, რომლებიც შეგუებული არიან მშრალ ადგილსამყოფელში ცხოვრებას. აქვთ უნარი, რომ ონტოგენეზის პროცესში შეეგუონ წყლით მომარაგებაში შეფერხებებს. ისინი ფიზიოლოგიურად ერთფეროვან ჯგუფს არ წარმოადგენენ. ზოგიერთ მათგანს ტრანსპირაციის დაბალი ინტენსივობა ახასიათებს, ზოგიერთს პირიქით — მაღალი ინტენსივობა. გვალვაამტანობა ხორციელდება სხვადასხვა ფიზიოლოგიური გზით. ქსეროფიტების კლასიფიკაცია დეტალურად შეისწავლა პ. ა. ჰენკელმა.[1]

რძიანა

ქსეროფიტები შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჯგუფად:

  1. სეკულენტები
  2. ევქსეროფიტები
  3. ჰემიქსეროფიტები
  4. ფსევდოქსეროფიტები
  5. პოიკილოქსეროფიტები

სქოლიო რედაქტირება

  1. ზარქუა მ., მცენარეთა ანატომიისა და მორფოლოგიის პრაქტიკული კურსი, თბ.: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 171, ISBN 978-9941-17-???? Invalid ISBN.