ქორჭილა (ლათ. Perca fluviatilis) — თევზი ქორჭილასნაირთა რიგისა. მისი მაღალი გვერდებიდან შებრტყელებული სხეულის სიგრძე 40-50 სმ, მასა — 2 კგ აღწევს. ჩვეულებრივ უფრო პატარებიც არიან. ფართოდაა გავრცელებული ევროპის, აზიის, ამერიკის მტკნარ წყალში. საქართველოში ბინადრობს მდინარე სუფსაში, რიონში, ტეხურაში, აბაშაში, ხობში; პალიასტომის, ბებესირისა და სხვა ტბებში. დიდ ტბებსა და წყალსატევებში 2 ეკოლოგიურ ფორმას ქმნის: წვრილსა და მსხვილს. წვრილი იკვებება მწერების მატლებით და ზოოპლანქტონით, მსხვილი — თევზებით. ქორჭილას იჭერენ პალიასტომის ტბაში. შედარებით მეტ ქორჭილას ამზადებენ ციმბირსა და აზერბაიჯანში. მცირე ღირსების თევზია. იყენებენ ნედლს, გაყინულს, შემჭკნარს.

ქორჭილა
Perca fluviatilis
Perca fluviatilis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანები
რიგი:  ქორჭილასნაირნი
ოჯახი:  ქორჭილასებრნი
სახეობა:  ქორჭილა
ლათინური სახელი
Perca fluviatilis
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 16580

ლიტერატურა რედაქტირება