ქოლესტერინი (ძვ.-ბერძ χολή — ნაღველი და στερεός — მყარი) — ორგანული შენაერთი, ცხიმოვანი (ლიპოფილური) სპირტი, რომელსაც შეიცავენ ცოცხალი ორგანიზმების უჯრედების მემბრანები (გამონაკლისი არის სოკო და პროკარიოტები). მცენარეულ ცხიმში ქოლესტერინის შემცველობა არის 100გ., ხოლო პალმის ზეთში — 2,3 — 2,6 მგ., როდესაც ნაღების კარაქში — 180-190 მგ. ის წყალში უხსნადია, იხსნება მხოლოდ ცხიმებსა და ორგანულ გამხსნელებში. ქოლესტერინის დაახლოებით 80%-ს გამოიმუშავებს ადამიანის ორგანიზმი: (ღვიძლით, კუჭ-ნაწლავებით, თირკმლით, თირკმელზედა ჯირკვლებით, სქესური ჯირკვლებით), ხოლო დანარჩენი 20% ორგანიზმს მიეწოდება საკვებიდან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება