ქირურგია (ბერძნ. χειρουργική - cheirourgikē, cheir ხელი და ergon მუშაობა) — მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს დაავადებათა უპირატესად ოპერაციული გზით მკურნალობის მეთოდებს. საქართველოში ეწოდებოდა - დასტაქრობა.

კარდიოოპერაცია

პირველი გამაყუჩებლის - ეთერის, ქლოროფორმისა და აზოტის ქვეჟანგის გამოყენება მე-19 საუკუნის 40-იან წლებში დაიწყეს, მას შემდეგ ქირურგია ძალზედ განვითარდა. დღეს, სანამ ოპერაცია დაიწყება, პაციენტს ჯერ მოსადუნებელ წამალს აძლევენ, შემდეგ კი საანესთეზიო საშუალებას, რის შემდეგაც პაციენტი იძინებს ან უგუნო მდგომარეობაში ვარდება.

ზოგიერთი ოპერაციის დროს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გულთან აქვთ, პაციენტის მთელ სხეულს ყინულით აცივებენ. სხეულის ტემპერატურის დაცემა სხეულის ყველა სისტემის მოქმედების შენელებას იწვევს, რის შედეგადაც მცირდება სისხლის ან ჟანგბადის ნაკლებობით ტვინის დაზიანების რისკი.

სისუფთავის შენარჩუნება რედაქტირება

მე-19 საუკუნემდე ქირურგიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უკავშირდებოდა - ინფექცია. მავნე ბაქტერიები და ვირუსები ოპერაციის დროს პაციენტის სხეულში აღწევდნენ და პაციენტი იღუპებოდა. დღეს ოპერაციის ჩატარების ადგილზე ნებისმიერი ზედაპირი, ნებისმიერი ქირურგიული ინსტრუმენტი სტერილიზდება, რაც ბაქტერიების განადგურებას გულისხმობს. სტერილურია, აგრეთვე, ქირურგების ტანსაცმელიცა და ხელთათმანებიც.

ენდოსკოპიური ქირურგია რედაქტირება

როგორც წესი, ოპერაცია სხეულზე დიდი ჭრილობის გაკეთებას გულისხმობს. ენდოსკოპიური ქირურგია ახალი მეთოდია, რომელიც ქირურგებს სხეულში პატარა ხვრელის დახმარებით ოპერაციის ჩატარების საშუალებას აძლევს. ენდოსკოპი, წვრილი, დრეკადი მილი, რომლის წვერზეც ნათურა და კამერაა დამაგრებული, კანში გაჭრილი ხვრელიდან სხეულში შეჰყავთ. ენდოსკოპი დისტანციური პულტით იმართება, ხოლო ქირურგები თავიანთ საქმიანობას ეკრანზე აკვირდებიან. მარტივი ოპერაციებისთვის, სპეციალური იარაღებით, მაგალითად მაკრატლით, პინცეტით ან ლაზერული დანით აღჭურვილი ენდოსკოპები გამოიყენება.

ტრანსპლანტატები რედაქტირება

ძვლის ტვინი, გული, ფილტვები, თირკმლები და თვალის რქოვანა, სხეულის იმ მრავალრიცხოვან ნაწილებს მიეკუთვნება, რომელთა ახალი ნაწილებიც ანუ ტრანსპლანტატებით შეცვლაც შესაძლებელია. დაზიანებულ ან დაავადებულ ორგანოს ტრანსპლანტაციის დროს სხვა, ხშირად უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ ადამიანის ორგანოთი ცვლიან. რამდენიმე ორგანო, მაგალითად, თირკმელი და ძვლის ტვინი, შეიძლება ცოცხალი დონორისაგანაც მივიღოთ.

ზოგჯერ სხეულის სუსტ ან დაზიანებულ ნაწილებს ხელოვნური ორგანოებით ანაცვლებენ. ბარძაყისა და მუხლის სახსრები შეიძლება პლასტმასის ან ლითონის „სახსრებით“ შეიცვალოს, ხოლო კატარაქტის ამოკვეთის შემდეგ თვალში შეიძლება ხელოვნური ბროლი ჩაიდგას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება