ქიმიური ელემენტების სახელების ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
აზოტი N ბერძნული ἀζωτος უსიცოცხლო მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან ἀζωτος, რაც „უსიცოცხლოს“ ნიშნავს.
აინშტაინიუმი Es გერმანული ალბერტ აინშტაინი საკუთარი სახელი, სიტყვასიტყვით „ერთი ქვა“ ეპონიმი სახელი ეწოდა ალბერტ აინშტაინის პატივსაცემად  
ალუმინი Al ლათინური Alumen მწარე მარილი აღწერითი ნიშნავს alum-ს (სიტყვასიტყვით „მწარე მარილი“)  ალუმინის კრისტალი.
ამერიციუმი Am ამერიკა ტოპონიმი სახელი ეწოდა ამერიკის პატივსაცემად, რადგანაც აღმოაჩინეს აშშ–ში (ევროპიუმის ანალოგიით)  ამერიკა
ანთიმონი Sb ბერძნულიდან(?) ლათინურის გზით ἀντί + μόνος (anti monos)? antimonium სხვადასხვა შესაძლოა ბერძნული ἀντί + μόνος (anti monos)–დან, რაც მიახლოებით ნიშნავს მარტოობის საწინააღმდეგოს, რადგანაც სჯეროდათ, რომ ის ბუნებაში არასდროს არსებობდა სუფთა სახით, ან ἀντί + μοναχός (anti monachos)–დან, რაც ნიშნავს ბერის მკვლელს, რადგანაც ბევრი ალქიმიკოსი ბერი იყო და ანთიმონი კი შხამიანია. შესაძლოა ასევე წარმოიშვა ძველეგვიპტური ანთოს ამონისგან (გამოთქმა), რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ღვთაება ამონის ყვავილი“.
ელემენტის სიმბოლო Sb ლათინური stibium-დანაა, რომელიც მომდინარეობს ბერძნული στίμμι (stimmi; გენიტივში: στίμμεος or στίμμιδος)–დან, რომელიც შესაძლოა ნასესხებია ეგვიპტურიდან ან არაბულიდან.
არგონი Ar ბერძნული ἀργόν (argon) ინერტული აღწერითი ნიშნავს „ინერტულს“ (სიტყვასიტყვით „ზარმაცს“)
ასტატი At ბერძნული ἄστατος (astatos) არამდგრადი აღწერითი ἄστατος (ასტატოს) ნიშნავს არამდგრადს [1].
აქტინიუმი Ac ბერძნული ἀκτίς (აქტის) სხივი აღწერითი ἀκτίς–ის ეტიმოლოგია: ἀκτῖνος (აქტის, აქტინოს) ნიშნავს „სხივს“.

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
ბარიუმი Ba ბერძნული βαρύς (ბარის) მძიმე აღწერითი βαρύς (ბარის) ნიშნავს „მძიმეს“, თავდაპირველად მის ოქსიდს უწოდებდნენ „ბაროტეს“, შემდეგ „ბარიტას“, რომელიც მოგვიანებით გადაიქცა „ბარიუმად“.
ბერილიუმი Be სანსკრიტიდან, პალიდან და პრაკრიტიდან ბერძნულის გზით βήρυλλος (ბერილოს) ლურჯ–მწვანე შპატი, მაგრამ შესაძლოა უკავშირდება სახელს ბელური βήρυλλος (ბერილოს), აღნიშნავს ბერილს, რომელიც შეიცავს ბერილიუმს. მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან βήρυλλος, (ბერილოს, ბერილ), რაც, თავის მხრივ, პრაკრიტული ვერულიადან (वॆरुलिय‌), პალური ველურიადან (वेलुरिय) მოდის, რაც ნიშნავს „გაფერმკრთალებას“ (to become pale) და უკავშირდება ფერმკრთალ ნახევრადძვირფას ქვას ბერილს. სიტყვა საბოლოოდ მიიღება სანსკრიტული वैडूर्य ვაიდურიადან, რაც შეიძლება უკავშირდება ქალაქ ბელურის სახელს.  
ბერკლიუმი Bk ინგლისური კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში ტოპონიმი სახელი ეწოდა აღმოჩენის ადგილის, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მიხედვით. ქალაქ ბერკლის კი სახელი ეწოდა ჯორჯ ბერკლის პატივსაცემად. სახელი „ბერკლი“ მომდინარეობს ძველინგლისური სიტყვიდან beorce léah, რაც „არყის ველს“ ნიშნავს.  
ბისმუტი Bi გერმანული ბისემუტუმ (bisemutum) აღწერითი „ბისემუტუმ“ (bisemutum) წარმოდგება გერმანული „ვისმუთიდან“ (Wismuth), ეს კი შესაძლოა weiße Masse–დან მოდიოდეს, რაც „თეთრ მასას“ ნიშნავს და ბისმუტის ფერზე მიუთითებს.
ბორიუმი Bh ნილს ბორი ეპონიმი სახელი ეწოდა ნილს ბორის პატივსაცემად, რომელმაც ფუნდამენტური წვლილი შეიტანა ატომის სტრუქტურისა და კვანტური მექანიკის კვლევაში.  
ბორი B სპარსულიდან არაბულის გზით ბურაყ (ბურაკ) (بورق) „ბურაყ“ მომდინარეობს სპარსული بورون–დან (ბურაჰ)[2] [3], რაც უკავშირდება მინერალ ბორაქსს (Borax)  
ბრომი Br ბერძნულიდან ფრანგულის გზით βρόμος (ბრომოს) ჭუჭყი ან სიმყრალე აღწერითი βρόμος (ბრომოს) ნიშნავს მყრალს, დამახასიათებელი სუნის გამო

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
გადოლინიუმი Gd იოჰან გადოლინი ეპონიმი სახელი ეწოდა იოჰან გადოლინის პატივსაცემად. მან აღმოაჩინა იტრიუმი. მის სახელს ატარებს აგრეთვე მინერალი გადოლინიტი  
გალიუმი Ga ლათინური გალია (Gallia) გალია (ძველი საფრანგეთი) ტოპონიმი მომდინარეობს ლათინური გალიიდან (Gallia), რაც ნიშნავს გალიას (საფრანგეთის ძველი სახელწოდება), ასევე Gallus-დან, რაც მამალს ნიშნავს. ელემენტი აღმოაჩინა ლეკოკ დე ბუაბოდრანმა, და მას უწოდა გალიუმი როგორც თავისი სამშობლოს, საფრანგეთის, ასევე, საკუთარი თავის პატივსაცემად, რადგანაც Lecoq ასევე მამალს ნიშნავს ფრანგულად. მენდელეევმა გალიუმის არსებობა იწინასწარმეტყველა და მას ეკა–ალუმინი უწოდა.  
გერმანიუმი Ge ლათინური გერმანია გერმანია ტოპონიმი ლათინურიდან გერმანია (Germania). მენდელეევმა მას ეკა–სილიციუმი უწოდა  
გოგირდი S ელემენტის სიმბოლო მომდინარეობს სანსკრიტულიდან და არაბულიდან ინგლისურში დამკვიდრებული სიტყვიდან Sulfur

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
დარიშხანი As ელემენტის სიმბოლო მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან Arsenicum
დარმშტადტიუმი Ds გერმანული დარმშტადტი ტოპონიმი სახელი ეწოდა აღმოჩენის ადგილის დარმშტადტის მიხედვით. მას ასევე უწოდებდნენ ეკა–პლატინას.
დისპროზიუმი Dy ბერძნული δυσπρόσιτος (დისპროსიტოს) ძნელად მოსაპოვებელი აღწერითი მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან δυσπρόσιτος , რაც „ძნელად მოსაპოვებელს“ ნიშნავს.
დუბნიუმი Db რუსული დუბნა (Дубна) ტოპონიმი სახელი ეწოდა დუბნას მიხედვით, სადაც ის აღმოაჩინეს (ბირთული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტი, დუბნა, სსრკ). ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერების წინადადებით, ელემენტისთვის აპირებდნენ ჰანიუმის (Hahnium, Ha) დარქმევას , ოტო ჰანის პატივსაცემად, მაგრამ ეს შეთავაზება უარყოფილ იქნა.  

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
ერბიუმი Er იტერბი ტოპონიმი სახელი ეწოდა სოფელ იტერბის პატივსაცემად, რომელიც შვედეთში მდებარეობს და სადაც დიდი რაოდენობით იტრიისა (Yttria) და ერბიუმის (Erbium) კონცენტრაცია აღინიშნება.
ევროპიუმი Eu ძველბერძნული Εὐρώπη (ევროპე) ტოპონიმი; მითოლოგია სახელი ეწოდა კონტინენტ ევროპის მიხედვით, სადაც ის აღმოაჩინეს. ერთი ვერსიით, ევროპას სახელი ეწოდა ფინიკიელი პრინცესას ევროპას მიხედვით  

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
ვანადიუმი V ძველისლანდიური ვანადის მითოლოგიური სახელი ეწოდა სკანდინავიური მითოლოგიის ქალღმერთის, ვანადისის მიხედვით  
ვერცხლი Ag ქართული მეგრულად ვარჩხილი, კვარჩხილი, სვანურად ვარჩხილი, ძველქართულად ვეცხლი,დიდოურად მიცხის, უნწოურად მიცხირ. შესაძლოა, ხურიტული ushu და ქართული ve(r)sh(li) საერთო წარმოშობისაა[4] [5]. ვერცხლის სიმბოლო Ag მომდინარეობს მისი ლათინური სახელისგან Argentum
ვერცხლისწყალი Hg ქართული ვერცხლისწყლის სიმბოლო Hg მომდინარეობს ბერძნული სიტყვებისგან „ὕδωρ“ (ჰიდორ) და „ἀργυρός“ (არგიროს), რომელიც ლათინურში გადავიდა, როგორც Hydrargirum. ორივე მათგანი ნიშნავს ვერცხლისწყალს. მისი ინგლისური სახელწოდებაა Mercury. ვერცხლისწყლის სახელწოდება ქართულად პირველად გვხვდება გრიგოლ ნოსელის X საუკუნის ხელნაწერში „კაცთა აგებულებისათვის“ ასეთი რედაქციით: ვეცხლწყალი[6].
ვოლფრამი W გერმანული wolf rahm აღწერითი ელემენტს სახელი ეწოდა მინრალ ვოლფრამიტის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ XVI საუკუნეში იყო ცნობილი სახელწოდებით „მგლის ქაფი“ (ლათინურად Spuma lupi, ხოლო გერმანულად Wolf Rahm). სახელწოდება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ვოლფრამი, რომელიც შედიოდა კალის მადანში, ხელს უშლიდა მის გამოყოფას და გადაჰქონდა ის ქაფის წიდაში.

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
თალიუმი Tl ბერძნული θαλλός (თალოს) მწვანე ტოტი აღწერითი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან θαλλός (თალოს), რაც „მწვანე ტოტს“ ნიშნავს. ასე ეწოდა მისი მწვანე სპექტრული ემისიური ხაზის გამო.
თორიუმი Th ძველისლანდიური თორი ჭექა–ქუხილი მითოლოგიური სახელი ეწოდა სკანდინავიური მითოლოგიის ღვთაების, ჭექა–ქუხილის ღმერთ თორის მიხედვით.  
თუთია Zn ელემენტის ლათინური სიმბოლო Zn მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან Zink, რაც „კორნეტს“ ნიშნავს
თულიუმი Tm ბერძნული Θούλη, Θύλη მითური ქვეყანა მითოლოგიური სახელი ეწოდა მითური ჩრდილოური ქვეყნის მიხედვით, რომლის ძველბერძნული და რომაული სახელია თულე.

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა
ირიდიუმი Ir ბერძნულიდან ლათინურის გზით ირის, ირიდოს (ἴρις, ἴριδος) ცისარტყელა აღწერითი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ἴρις, რაც „ცისარტყელას“ ნიშნავს. ასე ეწოდა მისი მარილების მრავალფეროვნობის გამო. ირიდა ეწოდება ასევე ბერძნულ მითოლოგიაში ცისარტყელას ქალღმერთს.
ინდიუმი In ბერძნულიდან ლათინურსა და ინგლისურში ინდიგო აღწერითი სახელი ეწოდა ინდიგოს მიხედვით, ინდიგოს სპექტრული ხაზის გამო. სიტყვა „ინდიგო“ მომდინარეობს ესპანური indico–სგან და პორტუგალიური indigo–სგან, ლათინური indicum–სგან, ბერძნული ἰνδικόν–სგან, რაც ნიშნავს „ლურჯ საღებავს ინდოეთიდან“.
იოდი I ბერძნულიდან ფრანგულში ἰώδες (იოდეს) იისფერი აღწერითი სახელი ეწოდა ბერძნული ἰώδες–ს მიხედვით, რაც „იისფერს“ ნიშნავს. ასე ეწოდა მისი შეფერილობის გამო.
იტერბიუმი Yb იტერბი ტოპონიმი სახელი ეწოდა იტერბიას მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, შვედური სოფლის იტერბიის მიხედვით ეწოდა. იქ აღმოაჩინეს მინერალი გადოლინიტი.
იტრიუმი Y იტერბი ტოპონიმი სახელი ეწოდა იტერბიას მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, შვედური სოფლის იტერბიის მიხედვით ეწოდა. იქ აღმოაჩინეს მინერალი გადოლინიტი

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
კადმიუმი Cd ბერძნული/ლათინური καδμεία კალამინი მითოლოგიური მომდინარეობს ლათინური cadmia-დან, რომელიც, თავის მხრივ, წარმოიშვა ბერძნული καδμεία–სგან, რაც ნიშნავს კალამინს (ერთგვარი მინერალია). კალამინს სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟ კადმოსის მიხედვით.
კალა Sn ტოპონიმი მომდინარეობს მალაკის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქის კალაჰის სახელიდან, საიდანაც ძველად კალის მადნები გადმოჰქონდათ. ეს ლითონი ჯერ ირანში, თავრიზში შემოდიოდა, რომელსაც ძველად კალი, კალა ეწოდებოდა და აქედან ის საქართველოში შემოდიოდა. (შესაძლოა, მას ამ ქალაქის სახელი შეარქვეს). ძველ ქართულ მწერლობაში ეს სიტყვა არ გვხვდება. იმ დროს ხმარობდნენ „ბრპენს“ ანუ „პრპენს“.[7]. ელემენტის სიმოლო Sn მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან stannum
კალიფორნიუმი Cf ინგლისური კალიფორნია ტოპონიმი სახელი ეწოდა აშშ–ის შტატ კალიფორნიისა და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის მიხედვით.
კალიუმი K არაბული დამწვარი ფერფლი (calcined ashes) მომდინარეობს არაბული القلي–დან (ალ ქალიი), რაც „დამწვარ ფერფლს“ ნიშნავს.  
კალციუმი Ca ლათინური კალქსი კირქვა აღწერითი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან calx, რაც კირს ნიშნავს. კალციუმი უკვე პირველ საუკუნეში იყო ცნობილი, რომაელები კირისგან ამზადებდნენ კალციუმის ოქსიდს.  
კიურიუმი Cm მარია და პიერ კიურები ეპონიმი სახელი ეწოდა მარია და პიერ კიურების პატივსაცემად, რომლებმაც აღმოაჩინეს რადიუმი და იკვლევდნენ რადიაქტივობას.  
კობალტი Co გერმანული კობოლდ (kobold) ბოროტი სული მომდინარეობს გერმანული სიტყვისგან kobold, რაც „ბოროტ სულს“ ნიშნავს. მეტალს ასე უწოდეს მაღაროელებმა, რადგანაც ის მომწამვლელი იყო. სხვა წყაროების თქმით, მაღაროელები მიიჩნევდნენ, რომ მითოლოგიური კობოლდები კობალტს მოპარული ვერცხლის ნაცვალდ ათავსებდნენ მაღაროში. ზოგი ასევე ფიქრობს, რომ სახელი შეიძლება მომდინარეობდეს ბერძნული κόβαλος–გან (კობალოს), რაც „მაღაროს“ ნიშნავს.
კოპერნიციუმი Cn ნიკოლოზ კოპერნიკი ეპონიმი სახელი ეწოდა ნიკოლოზ კოპერნიკის პატივსაცემად  
კრიპტონი Kr ბერძნული (კრიპტოს (κρυπτός) უჩინარი აღწერითი მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან κρυπτός, რაც „უჩინარს“ ნიშნავს, რადგანაც ის არის უსუნო და უფერული აირი (სხვა კეთილშობილი აირების მსგავსად).

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
ლანთანი La ბერძნული „ლანთანიენ“(λανθάνειν) დამალულად დება (to lie hidden) მომდინარეობს ბერძნული λανθάνειν–სგან, რაც „დამალულად დებას“ ნიშნავს.
ლითიუმი Li ბერძნული λίθος (ლითოს) ქვა სახელი მომდინარეობს სიტყვისგან λίθος, რაც ქვას ნიშნავს. ასე იმიტომ ეწოდა, რომ აღმოაჩინეს მინერალში, მაშინ, როცა სხვა ალკალოიდები (კალიუმი და ნატრიუმი) მცენარის ქსოვილში აღმოაჩინეს.
ლოურენსიუმი Lr ერნესტ ლოურენსი ეპონიმი სახელი ეწოდა ამერიკელი მეცნიერის ერნესტ ლოურენსის მიხედვით, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ციკლოტრონის განვითარებაში. 1963 წლიდან ელემენტის სიმბოლოა Lr, ადრე კი გამოიყენებოდა Lw.  
ლუტეციუმი Lu ლათინური Lutetia (ლუტეცია) პარიზი ტოპონიმი სახელი ეწოდა პარიზის პატივსაცემად. ამ ქალაქის ლათინური სახელწოდებაა ლუტეცია.

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
მაგნიუმი Mg ბერძნული Μαγνησία (მაგნეზია) ტოპონიმი მომდინარეობს ძველბერძნული Μαγνήσια–დან (თესალიის ოლქი), სადაც ის აღმოაჩინეს.  
მანგანუმი Mn ბერძნულიდან ლათინურის გზით Μαγνησία (მაგნეზია), ლათინურად magnetum (მაგნეტუმ) მაგნეზია აღწერითი მომდინარეობს ლათინური Magnesia–დან, რომელიც ბერძნული ენიდან შევიდა. magnesia გადაიქცა Manganese-ად იტალიურში და Manganèse–ად ფრანგულში. მანგანუმს საქართველოში ძველად უწოდებდნენ შავიქვას.
მეიტნერიუმი Mt ლიზა მეიტნერი ეპონიმი სახელი ეწოდა ლიზა მეიტნერის პატივსაცემად. მას ასევე უწოდებდნენ ეკა–ირიდიუმს.
მენდელეევიუმი Md დიმიტრი მენდელეევი ეპონიმი სახელი ეწოდა დიმიტრი მენდელეევის პატივსაცემად, რომელმაც აღმოაჩინა პერიოდული სისტემა. მას ასევე უწოდებდნენ ეკა–თულიუმს  
მოლიბდენი Mo ბერძნული μόλυβδος (მოლიბდოს) ტყვიის მსგავსი აღწერითი მომდინარეობს ბერძნული μόλυβδος–სგან (მოლიბდოს), რაც ტყვიას ნიშნავს.

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
ნატრიუმი Na ბერძნულიდან ლათინურის გზით (ნიტრონ) νίτρον მომდინარეობს ლათინური natrium–სგან,რაც წარმოიშვა ბერძნული νίτρον–სგან, რაც ნიშნავს „ბუნებრივ სოდას, მარილის სახეობას“ + ლათინური -ium
ნახშირბადი C ელემენტის სიმბოლო C მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან carbo, რაც „ნახშირს“ ნიშნავს.  
ნეოდიმი Nd ბერძნული νέος δίδυμος (ნეოს დიდმოს) ახალი ტყუპი აღწერითი მომდინარეობს ბერძნული νέος διδύμος–სგან, რაც „ახალ ტყუპს“ ნიშნავს. რადგანაც დიდიმი იშლება სხვადასხვა ფერის მარილებად – პრაზეოდიმად და ნეოდიმად.
ნეონი Ne ბერძნული νέος (ნეოს) ახალი მომდინარეობს ბერძნული νέος–სგან, რაც „ახალს“ ნიშნავს.
ნეპტუნიუმი Np ლათინური ნეპტუნი მითოლოგია სახელი ეწოდა პლანეტა ნეპტუნის პატივსაცემად. (პლანეტა ნეპტუნს კი სახელი ეწოდა რომაულ მითოლოგიაში ოკეანის ღმერთის ნეპტუნის პატივსაცემად).    
ნიკელი Ni შვედურიდან გერმანულის გზით კოპპარნიკელ (Kopparnickel/Kupfernickel) სპილენძსფერი მადანი აღწერითი მომდინარეობს შვედური სიტყვისგან Kupfernickel, რაც ნიშნავს „სპილენძისფერ მადანს“.
ნიობიუმი Nb ბერძნული ნიობე (Νιόβη) თოვლიანი მითოლოგიური სახელი ეწოდა ბერძნულ მითოლოგიაში ტანტალოსის ქალიშვილის ნიობეს მიხედვით  
ნობელიუმი No ალფრედ ნობელი ეპონიმი სახელი ეწოდა ალფრედ ნობელის პატივსაცემად.

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
ოსმიუმი Os ბერძნული ოსმე (ὀσμή) სუნი აღწერითი მომდინარეობს ბერძნული ὀσμή–სგან, რაც სუნს ნიშნავს.
ოქრო Au ქართული უქრობი მეგრულად ორქო, სვანურად ვრქე. შესაძლოა, ოქროს სახელწოდება წარმოქმნილია სიტყვიდან „უქრობი“, იმის გამო, რომ ამ ლითონის მბზინვარება არ ჰქრება, ის არ იცვლება, მისი ზედაპირი არ მქრქალდება.[8] ელემენტის სიმბოლოს Au-ს სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან Aurum, რაც „მზიან განთიადს“ ნიშნავს.

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
პალადიუმი Pd ბერძნულიდან ლათინურის გზით პალლას, პალლადოს (Παλλάς , Παλλάδος) პატარა ქალწული ასტროლოგიური/მითოლოგიური სახელი ეწოდა ასტეროიდ პალასის მიხედვით, რომელიც სახელის დარქმევამდე ორი წლით ადრე აღმოაჩინეს. (ასტეროიდს სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთის ათენას (ათენა პალადა) მიხედვით.    
პლატინა Pt ესპანური პლატინა მცირე ვერცხლი (little silver) მომდინარეობს ესპანური სიტყვისგან „პლატინა“, რაც „მცირე ვერცხლს“ ნიშნავს. ასე იმიტომ მოიხსენიებდნენ, რომ თავდაპირველად ვერცხლის მაღაროში აღმოაჩინეს.
პლუტონიუმი Pu ლათინურიდან ბერძნულის გზით პლუტონ (Πλούτων) სიმდიდრის ღმერთი ასტროლოგიური/მითოლოგიური სახელი ეწოდა ჯუჯა პლანეტა პლუტონის მიხედვით, მზის სისტემის პლანეტების ანალოგიით, რადგანაც ის აღმოაჩინეს ნეპტუნიუმის შემდეგ და პერიოდულ ცხრილში უფრო მაღალი ადგილი უჭირავს, ვიდრე ურანს. პლუტონს კი სახელი ეწოდა რომაულ მითოლოგიაში სიკვდილის ღმერთის პლუტონის მიხედვით. Πλούτων ენათესავება სიტყვა πλοῦτος–ს, რაც „სიმდიდრეს“ ნიშნავს.    
პოლონიუმი Po ლათინური პოლონეთი ტოპონიმი სახელი ეწოდა პოლონეთის, ელემენტის აღმომჩენის მარია კიურის სამშობლოს მიხედვით. მისი ადრინდელი სახელია რადიუმ F.  
პრაზეოდიმი Pr ბერძნული პრაზიოს დიდიმოს (πράσιος δίδυμος) მწვანე ტყუპისცალი აღწერითი მომდინარეობს ბერძნული πράσιος δίδυμος–სგან, რაც „მწვანე ტყუპისცალს“ ნიშნავს. ასე ეწოდა, რადგანაც დიდიმიუმი იყოფა პრაზეოდიმად და ნეოდიმად, განსხვავებული ფერის მარილებად.
პრომეთიუმი Pm ძველბერძნული პრომეთეუს (Προμηθεύς) შორსმჭვრეტელობა მითოლოგიური სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის გმირის პრომეთეს მიხედვით, რომელმაც ცეცხლი მოიპარა და ადამიანებს გადასცა.  
პროტაქტინიუმი Pa ბერძნული პროტოს+აქტის (πρῶτος + ἀκτίς) პირველი სხივის ელემენტი (first beam element) აღწერითი? მომდინარეობს ყოფილი სახელისგან პროტოაქტინიუმი– ბერძნული პრეფიქსი პროტო (პირველი) + ლათინური აქტინიუმ, რაც ბერძნული სიტყვისგან ἀκτίς (სხივი) მოდის + ლათინური -იუმ.

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
ჟანგბადი O ელემენტის ლათინური სიმბოლო O მომდინარეობს ბერძნულიდან ინგლისურში დამკვიდრებული სიტყვიდან „oxygen

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
რადიუმი Ra ლათინური რადიუს (radius) სხივი აღწერითი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან radius, რაც სხივს ნიშნავს. ასე ეწოდა მისი რადიაქტივობის გამო.
რადონი Rn ლათინური/ინგლისური რადიუმი ელემენტი წარმოიშვება რადიუმის ემანაციის შედეგად. ელემენტის ალტერნატიული, მაგრამ უარყოფილი სახელი იყო ნიტონი (Nt), რაც მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან nitens და „ნათებას“ ნიშნავს.
რენიუმი Re ლათინური რენუს (Rhenus) რაინი ტოპონიმი მომდინარეობს ლათინური Rhenus–იდან, რაც მდინარე რაინის ლათინური ვარიანტია.  
რენტგენიუმი Rg ვილჰელმ რენტგენი ეპონიმი სახელი ეწოდა ვილჰელმ რენტგენის პატივსაცემად, რომელმაც აღმოაჩინა რენტგენის გამოსხივება. ელემენტი ასევე მოიხსენიებოდა ეკა–ოქროდ.  
რკინა Fe ქართული (შესაძლოა დამკვიდრდა ხეთურიდან) ცა ლაზური ერკინა, რაც ცას ნიშნავს. ძველების წარმოდგენით, ცა რკინისგან შედგებოდა. ისინი ამ დასკვნამდე იმიტომ მივიდნენ, რომ მეტეორიტი შეიცავდა რკინას. არსებობს აზრი, რომ ქართული rqina დაკავშირებულია ხეთურ kunnai-სთან[9]. ელემენტის სიმბოლო Fe მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან Ferum, რაც „რკინას“ ნიშნავს.  
როდიუმი Rh ბერძნული როდონ (ῥόδον) ვარდი მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან როდონ (ῥόδον), რაც ვარდს ნიშნავს.  
რუბიდიუმი Rb ლათინური რუბიდუს (rubidus) ღრმა წითელი აღწერითი სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან rubidus, რაც „ღრმა წითელს“ ნიშნავს. ასე ეწოდა მისი ფერის გამო სპექტროსკოპში.
რუთენიუმი Ru ლათინური რუთენია (Ruthenia) რუსეთი ტოპონიმი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „რუთენია“ (ruthenia), რაც რუსეთს ნიშნავს.  
რეზერფორდიუმი Rf ერნესტ რეზერფორდი ეპონიმი სახელი ეწოდა ერნესტ რეზერფორდის პატივსაცემად. ელემენტის სახელი 1997 წლამდე იყო კურჩატოვიუმი (Ku), იგორ კურჩატოვის პატივსაცემად.  

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
სამარიუმი Sm ვასილი სამარსკი-ბუხოვეცი ეპონიმი სახელი ეწოდა მინერალ სამარსკიტის მიხედვით. (ამ მინერალს კი სახელი ეწოდა რუსი სამთო ინჟინრის, ვასილი სამარსკი-ბუხოვეცის პატივსაცემად)
სელენი Se ბერძნული სელენე (σελήνη) მთვარე ასტროლოგიური/მითოლოგიური მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან „სელენე“ (σελήνη), რაც „მთვარეს“ ნიშნავს. სელენე ასევე არის მთვარის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში.    
სიბორგიუმი Sg გლენ სიბორგი ეპონიმი სახელი ეწოდა ამერიკელი ფიზიკოსის გლენ სიბორგის პატივსაცემად. ელემენტის ადრინდელი სახელია ეკა-ვოლფრამი.  
სილიციუმი Si ლათინური სილექს, –იცის (silex, -icis) კაჟი აღწერითი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან silex ან silicis, რაც კაჟს ნიშნავს.  
სკანდიუმი Sc ლათინური სკანდია სკანდინავია ტოპონიმი სახელი ეწოდა ლათინური სიტყვის „სკანდიას“ (Scandia) მიხედვით, რაც სკანდინავიას ნიშნავს.  
სპილენძი Cu ქართული სპირ ენძი სპერის მადანი აღწერითი მეგრულად ლინჯი, სვანურად სპილენძ, სომხურად პღინძ, სპირ ენძ სპერის ანუ ისპირის მადანს ნიშნავს. [10] ელემენტის ლათინური სიმბოლო მომდინარეობს სიტყვისგან Cuprum, რაც მოდის ბერძნული სიტყვისგან „კიპრიოს“ (Κύπριος) და ითარგმნება როგორც „ის, რაც კვიპროსიდანაა“  
სტრონციუმი Sr სტრონციანი ტოპონიმი სახელი ეწოდა მინერალ სტრონციანიტის მიხედვით. (მინერალს სახელი ეწოდა შოტლანდიის ქალაქ სტრონციანის მიხედვით (იმ ადგილას სტრონციუმის საბადო იყო).

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
ტანტალი Ta ბერძნული ტანტალუს (Τάνταλος) მითოლოგიური სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის ტანტალის მიხედვით.  
ტელური Te ლათინური Tellus დედამიწა მითოლოგიური მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან Tellus, რაც „დედამიწას“ ნიშნავს და ასევე terra matter-ს, ქალღმერთს, რომელიც ასახიერებს მშობელ დედამიწას რომაულ მითოლოგიაში.  
ტერბიუმი Tb იტერბია ტოპონიმი სახელი ეწოდა სოფელ იტერბიის მიხედვით, სადაც ეს ელემენტი აღმოაჩინეს.
ტექნეციუმი Tc ბერძნული ტექნეტოს (τεχνητός) ხელოვნური აღწერითი სახელწოდება მომდინარეობს ძველბერძნული სიტყვისგან τεχνητός, რაც „ხელოვნურს“ ნიშნავს. მას ასევე ეწოდებოდა ეკა–მანგანუმი.
ტიტანი Ti ბერძნული ტიტანი (Τιτάν) მითოლოგიური სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის გმირების ტიტანების მიხედვით.
ტყვია Pb ელემენტის სიმბოლო Pb მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან Plumbum

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
ურანი U ბერძნულიდან ლათინურის გზით ურანოს (Οὐρανός) ცა ასტროლოგიური/მითოლოგიური სახელი ეწოდა პლანეტა ურანის მიხედვით, რომელიც ელემენტამდე რვა წლით ადრე აღმოაჩინეს. პლანეტას კი სახელი დაარქვეს ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის ურანოსის მიხედვით.    

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
ფერმიუმი Fm ენრიკო ფერმი ეპონიმი სახელი ეწოდა იტალიელი ფიზიკოსის ენრიკო ფერმის პატივსაცემად.  
ფოსფორი P ბერძნულიდან ლათინურის გზით ფოს+ფოროს (φῶς + -φόρος) სიტყვასიტყვით „შუქის მზიდი“ აღწერითი მომდინარეობს ბერძნული φῶς + -φόρος–დან, რაც „შუქის მზიდს“ ნიშნავს. ასე ეწოდა იმიტომ, რომ „თეთრი ფოსფორი“ გამოყოფს მკრთალ შუქს ჟანგბადის ზემოქმედებით. სიტყვა ფოსფორი პლანეტა ვენერას (ცისკრის ვარსკვლავის) ძველი სახელწოდება იყო.    
ფრანციუმი Fr საფრანგეთი ტოპონიმი სახელი ეწოდა აღმოჩენის ადგილის – საფრანგეთის მიხედვით.  
ფთორი F ლათინური ფთოროს (φθόρος) დაშლა, დანგრევა სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან φθόρος, რაც დაშლას ნიშნავს.  

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
ქლორი Cl ბერძნული ქლოროს (χλωρός) ღია მწვანე მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან χλωρός , რაც „მოყვითალო მწვანეს“, ან „მომწვანო ყვითელს“ ნიშნავს. ასე ეწოდა მისი ფერის გამო.
ქრომი Cr ბერძნულიდან ფრანგულის გზით ქრომა (χρῶμα) ფერი აღწერითი მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან χρῶμα , რაც „ფერს“ ნიშნავს. ასე ეწოდა მისი ნაერთის მრავალფეროვნობის გამო.
ქსენონი Xe ბერძნული ქსენოს (ξένος) უცხო მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან ξένος, რაც „უცხოს“ ნიშნავს.

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
ცეზიუმი Cs ლათინური ლურჯ-ნაცრისფერი (blue-gray) აღწერითი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან caesius, რაც „ლურჯ ცას“ ნიშნავს. სახელწოდება ეფუძნება ელემენტის ლურჯ ხაზებს სპექტრში და ის იყო პირველი ელემენტი, რომელიც სპექტრული ანალიზის მეშვეობით აღმოაჩინეს.  
ცერიუმი Ce ლათინური ცერეს (Ceres) ასტროლოგიური/მითოლოგიური სახელი ეწოდა ორი წლით ადრე აღმოჩენილ ასტეროიდ ცერერას პატივსაცემად. (ცერერა ამჟამად ჯუჯა პლანეტად ითვლება, მას სახელი ეწოდა რომაული მითოლოგიის პერსონაჟის, ნაყოფიერების ღვთაების ცერერას მიხედვით).    
ცირკონიუმი Zr სირიულიდან/სპარსულიდან ჯერ არაბულის, ხოლო შემდეგ გერმანულის გზით ზარგონო (ܙܐܪܓܥܢܥ) ოქროს მსგავსი მომდინარეობს არაბული სიტყვისგან زركون (ზარკუნ). ასევე სპარსული სიტყვისგან زرگون (ზარგუნ), რაც ოქროს მსგავსს ნიშნავს.

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
წყალბადი H აღწერითი ელემენტის სიმბოლო H მომდინარეობს ბერძნული სიტყვებისგან „ჰიდორ გეინომაი“ (ὕδωρ γείνομαι), რაც ითარგმნება როგორც „მე წარმოვშობ წყალს“.

რედაქტირება

სახელწოდება სიმბოლო ენა ფუძე სიტყვა მნიშვნელობა სახელის ტიპი აღწერა სურათი
ჰაფნიუმი Hf ლათინური ჰაფნია კოპენჰაგენი ტოპონიმი მომდინარეობს Hafnia-სგან, რაც კოპენჰაგენის ლათინური სახელწოდებაა.
ჰასიუმი Hs ლათინური ჰასია (Hassia) ჰესენი ტოპონიმი მომდინარეობს hassia-სგან, რაც ჰესენის ლათინური სახელწოდებაა. ეს ელემენტი სწორედ ჰესენში, კერძოდ კი დარმშტადტში მდებარე ინსტიტუტში აღმოაჩინეს და სახელიც მის პატივსაცემად დაარქვეს. მას ასევე უწოდებდნენ ეკა–ოსმიუმს  
ჰელიუმი He ბერძნული ჰელიოს (ἥλιος) მზე მითოლოგიური მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან ἥλιος , რაც „მზეს“ ნიშნავს. ჰელიოსი ასევე არის მზის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ეს ელემენტი პირველად სწორედ მზეზე აღმოაჩინეს.  
ჰოლმიუმი Ho ლათინური ჰოლმია (Holmia) სტოკჰოლმი ტოპონიმი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან Holmia, რაც სტოკჰოლმს ნიშნავს.

სქოლიო რედაქტირება

  1. ასტატის ადრინდელი სახელი იყო ალაბამინი (alabamine-Ab)
  2. http://www.etymonline.com/index.php?term=borax. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2021-09-25.
  3. http://www.etymonline.com/index.php?search=boron&searchmode=none
  4. ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი I, თხზულებათა სრული კრებული თორმეტ ტომად, ტომი I, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი, 1979, გვ. 64.
  5. ა.ჩხენკელი, ქიმია საქართველოში ძველად, „მეცნიერება“, თბილისი, 1979, გვ. 32
  6. ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, 1973
  7. ა.ჩხენკელი, ქიმია საქართველოში ძველად, „მეცნიერება“, თბილისი, 1979, გვ. 32
  8. ა.ჩხენკელი, ქიმია საქართველოში ძველად, „მეცნიერება“, თბილისი, 1979, გვ. 32
  9. ა.ჩხენკელი, ქიმია საქართველოში ძველად, „მეცნიერება“, თბილისი, 1979, გვ. 31, გვ. 89
  10. ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი I, თხზულებათა სრული კრებული თორმეტ ტომად, ტომი I, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი, 1979, გვ. 64