ქვემო აკეთი

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ქვემო აკეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: (სოფლები: ქვემო აკეთი, გაგური, ზემო აკეთი, ჭანჭათი). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 70 მ, ლანჩხუთიდან 16 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა[2]

სოფელი
ქვემო აკეთი

აკეთის მაცხოვარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი აკეთი
კოორდინატები 42°00′40″ ჩ. გ. 42°05′22″ ა. გ. / 42.01111° ჩ. გ. 42.08944° ა. გ. / 42.01111; 42.08944
დაარსდა ადრეული შუა საუკუნეები
ადრეული სახელები აკეთი
ცენტრის სიმაღლე 70
მოსახლეობა 587[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვემო აკეთი — საქართველო
ქვემო აკეთი
ქვემო აკეთი — გურიის მხარე
ქვემო აკეთი

ისტორია რედაქტირება

1772-76 წლებში გურიელებმა აკეთი უბოძეს ქვემო გურიიდან დევნილ მამუკა თავდგირიძეს. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ ქვემო აკეთში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე, ციხე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი. თავდგირიძეების ციხის ნანგრევები შემორჩენილი იყო XIX საუკუნეში. სოფელში არის თიხნარი ნიადაგი. ამის საფუძველზე განვითარებული იყო მეთუნეობა. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.

გურიის სახალხო ბიბლიოთეკა რედაქტირება

1893 წლის 22 აგვისტოს აკეთში გაიხსნა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა. მისი გახსნის ინიციატორები იყვნენ ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და ლავრენტი წულაძე. ბიბლიოთეკის გახსნისთვის ისინი განიხილავდნენ ნაგომრის, ბახვისა და ჩოხატაურის ვარიანტებსაც, თუმცა საბოლოოდ აკეთი აირჩიეს. გლეხმა ნიკო ქურიძემ ბიბლიოთეკას საკუთარი სახლი ნახევარ ფასად მიჰყიდა. რადგანაც ბიბლიოთეკის მთავარი მისია სოფლად გლეხობაში წიგნიერების გავრცელება იყო, ბიბლიოთეკის დამფუძნებლებმა შემოიღეს წიგნების ჩამოტარება სოფლებში. მათ სხვადასხვა გამოცემები სხვადასხვა დასახლებებში მიჰქონდათ და ადგილზე აცნობდნენ მოსახლეობას. 1895 წელს ორი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკით 21 სოფლიდან 315-მა ადამიანმა ისარგებლა. მომდევნო ორ თვეში 200-მა მკითხველმა 600 გამოცემა გაიტანა წასაკითხად. მაზრის ადმინისტრაცია ცდილობდა ხელი შეეშალა ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისთვის, რადგან იქ მთავრობისთვის მიუღებელი იდეები ვრცელდებოდა. არსენ წითლიძე მიქელგაბრიელის თემში გადაიყვანეს მასწავლებლად, ლავრენტი წულაძე ფოთის სამრევლო სკოლაში გადავიდა, ხოლო ახალი მასწავლებელი ვალერიან მებუკე ადმინისტრაციამ მიიმხრო. ჯამლეთ სიმონის ძე ბაჟუნაშვილმა, ვინც ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას წითლიძისა და წულაძის შემდგომ ის ახალ შენობაში, სოფლის კანცელარიასთან გადაიტანა, სადაც მოსახლეობის თავშეყრის ადგილი იყო. ბიბლიოთეკათა ქსელი განვითარდა სხვა სოფლებშიც. აკეთის ბიბლიოთეკა რამდენიმე წელიწადში უკვე მხოლოდ აკეთის საზოგადოებას ემსახურებოდა. მიუხედავად მასშტაბის შემცირებისა, 1905 წლამდე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. გურიაში 1905 წლის რევოლუციური მოვლენების გამო ხელისუფლებამ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები დახურა. 1906 წლისთვის აკეთის ბიბლიოთეკის შენობა და სახურავი დაზიანდა, წიგნადი ფონდი შემცირდა. მოსახლეობამ შეძლო შენობის განახლება, მაგრამ ბიბლიოთეკა ძველებურად ფეხზე ვეღარ დადგა და მან ასეთი სახით 1921 წლამდე იარსება.[3]

ისტორიული ძეგლები რედაქტირება

სოფელში დგას მაცხოვრის სახელობის გუმბათოვანი ეკლესია. გუმბათი ამჟამად ჩამონგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ კედლები თავისი შესასვლელებით და სამრეკლო. ეკლესია მოხატული ყოფილა, მაგრამ XIX საუკუნეში რუს სამღვდელო მოხელეებს კირით შეუთეთრებიათ. ჩრდილოეთის შესასვლელ კარზე არის ჩუქურთმა, რომელზეც გამოსახულია ორი გველეშაპი. ეკლესიაზე დაშენებულია სამრეკლო, რომელშიც კიბე შიგნიდან ადის.

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 1307
1911[5]   760
2002   843
2014   587

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებათა კატალოგი
  3. ხვადაგიანი ი. „გურიის სახალხო ბიბლიოთეკა“, კრებული „ინიციატივა ცვლილებებისთვის“ გვ. 60-71 — თბილისი, 2015, ISBN 978-9941-0-8204-7
  4. «Кавказский календарь» на 1910 год
  5. «Кавказский календарь» на 1912 год