ქვემო ავსტრია (გერმ. Niederösterreich) — ავსტრიის ფედერალური მხარე. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი — სანქტ-პელტენი. მოსახლეობა — 1 684 623 ადამიანი (2020). გარს არტყია ავსტრიის დედაქალაქ ვენას, თუმცა ვენა არ შედის მის შემადგენლობაში. ფედერალური მხარე იყოფა 20 ადმინისტრაციულ რაიონად და 4 ქალაქად. სულ ქვემო ავსტრიაში 573 მუნიციპალიტეტია.

ფედერალური მხარე
ქვემო ავსტრია
Niederösterreich
დროშა გერბი

ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ადმ. ცენტრი სანქტ-პელტენი
შიდა დაყოფა Amstetten District, Baden District, Bruck an der Leitha District, Gänserndorf District, Gmünd District, Hollabrunn District, Horn District, Korneuburg District, Krems District, Lilienfeld District, Melk District, Mistelbach District, Mödling District, Neunkirchen District, Sankt Pölten District, Scheibbs District, Tulln District, Waidhofen an der Thaya District, Wiener Neustadt District, Zwettl District, დუნაის კრემსი, სანქტ-პელტენი, ვაიდჰოფენ-ან-დერ-იბსი და ვინერ-ნოიშტადტი
კოორდინატები 48°20′00″ ჩ. გ. 15°45′00″ ა. გ. / 48.33333° ჩ. გ. 15.75000° ა. გ. / 48.33333; 15.75000
მმართველი Johanna Mikl-Leitner
ფართობი 19 186 კმ²
მოსახლეობა 1 612 000 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 84 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ოფიციალური საიტი noe.gv.at

გეოგრაფია რედაქტირება

მხარეს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კვეთს მდინარე დუნაი. მის ჩრდილოეთით დაბალი მთიანეთი და პლატოებია, სამხრეთით აღმოსავლეთ ალპების მთისწინეთი და ქედები. მხარის აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს შუა დუნაის ვაკეს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება