ქეღათუ-ყაენი (მონღ. Гайхату; დ. ? — გ. 24 მარტი, 1295) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მეხუთე ილხანი (1291-1295 წწ.). ჰულაგუს შვილიშვილი, აბაღა-ხანისა და ნუკდან-ხათუნის შვილი.

ქეღათუ-ყაენი
მონღ. Гайхату
ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მე-5 ილხანი
მმართ. დასაწყისი: 1291
მმართ. დასასრული: 1295
წინამორბედი: არღუნ-ხანი
მემკვიდრე: ბაიდუ-ხანი
გარდ. თარიღი: 24 მარტი, 1295
დინასტია: ჰულაგუიანები
მამა: აბაღა-ხანი
დედა: ნუკდან-ხათუნი
რელიგია: ბუდიზმი

არღუნ-ხანის სიკვდილის შემდეგ ილხანის ტახტზე მონღოლური არისტოკრატია ქეღათუს კანდიდატურას განიხილავდა ყაზანთან და ბაიდუსთან ერთად, რომლებიც სარგებლობდნენ უმრავლესობის მხარდაჭერით. საბოლოო არჩევანი შეჩერდა ქეღათუზე, რომელიც ილხანად გამოაცხადეს ქალაქ ხლათში 1291 წლის 23 ივლისს.

1295 წელს ქეღათუ მისმა ბიძაშვილმა ბაიდუმ ტახტიდან ჩამოაგდო და 24 მარტს სიკვდილით დასაჯა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება