ქეი-ხოსროვ III, აგრეთვე ცნობილი როგორც გიიას-ად-დინ ქეი-ხოსროვ ბინ ქილიჩ-არსლანი (სპარს. غياث الدين كيخسرو بن قلج ارسلان; არაბ. غياث الدين كيخسرو بن قلج ارسلان; დ. 1259 — გ. 1284) — ქილიჩ-არსლან IV-ის შვილი, რუმის სულთანი 1265–1284 წლებში.

ქეი-ხოსროვ III
غياث الدين كيخسرو بن قلج ارسلان
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1265
მმართ. დასასრული: 1284
წინამორბედი: ქილიჩ-არსლან IV
მემკვიდრე: ქეი-ყუბად III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1259
გარდ. თარიღი: 1284
სრული სახელი: Ghiyāth ad-Dīn Kaykhusraw bin Qilij Arslān
მამა: ქილიჩ-არსლან IV
რელიგია: სუნიზმი

ქილიჩ-არსლან IV-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ქეი-ხოსროვ III არასრულწლოვანი იყო, რითაც სარგებლობდა სულეიმან პერვან მუინ ად-დინმა და მის სრულწლოვნებამდე რუმის სასულთნოზე საკუთარ ძალაუფლებას ავრცელებდა. ამ დროის განმავლობაში, ქეი-ხოსროვ III-ის ნაცვლად, სამხედრო ღონისძიებებს სულეიმან პერვან მუინ ად-დინი და ვეზირი ფახრ ად-დინ ალი ახორციელებდნენ.

1283 წელს, სულთანმა ქეი-ხოსროვ III-მ ჰულაგუიანთა სახელმწიფოს ილხანის — აჰმედ თოგუდანის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო, რის გამოც, 1284 წლის მარტში იგი სიკვდილით დასაჯეს. ქეი-ხოსროვ III გარდაცვალების შემდეგ, რუმის მომდევნო სულთანი მისი ძმისშვილი — ქეი-ყუბად III გახდა.

იგი უკანასკნელი სულთანია, რომელიც კონიაში, ალაედინის მეჩეთშია დაკრძალული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Claude Cahen, Pre-Ottoman Turkey: a general survey of the material and spiritual culture and history, trans. J. Jones-Williams, (New York: Taplinger, 1968) 284 ff.
  • Blue Guide: Turkey (London: A&C Black, 1995) 602.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

წინამორბედი:
ქილიჩ-არსლან IV
რუმის სულთანი
1265–1284
შემდეგი:
მასუდ II