ქეი-ხოსროვ I (სპარს. غياث الدين كيخسرو بن قلج ارسلان, Ghīyāth al-Dīn Kaykhusraw bin Qilij Arslān; თურქ. I. Gıyaseddin Keyhüsrev; დ. ?; გ. 1211, აიდინის პროვინცია) — ქილიჩ-არსლან II-ის შვილი, რუმის სულთანი 1192–1196 და 1205–1211 წლებში.

ქეი-ხოსროვ I
غياث الدين كيخسرو بن قلج ارسلان

ქეი-ხოსროვ I-ის ქანდაკება ანტალიაში, თურქეთი
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1192
მმართ. დასასრული: 1196
წინამორბედი: ქილიჩ-არსლან II
მემკვიდრე: რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1205
მმართ. დასასრული: 1211
წინამორბედი: ქილიჩ-არსლან III
მემკვიდრე: ქეი-ქავუს I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: — ?
გარდ. თარიღი: 1211
გარდ. ადგილი: აიდინის პროვინცია
შვილები: ქეი-ქავუს I;
ქეი-ყუბად I
სრული სახელი: Ghīyāth al-Dīn Kaykhusraw bin Qilij Arslān
მამა: ქილიჩ-არსლან II

ქილიჩ-არსლან II-ის გადაწყვეტილება რედაქტირება

1186—1187 წლებში, ქილიჩ-არსლან II-მ გადაწყვიტა, რომ სასულთნო საკუთარი 9 ვაჟისთვის, ძმის შვილისთვის და ძმისთვის - შანქარ-შაჰისთვის გაენაწილებინა:

პირველი მმართველობა (1192—1196) რედაქტირება

ქილიჩ-არსლან II-ის გარდაცვალების შემდეგ, ქეი-ხოსროვ I-მა თავის რუმის სულთნად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ეს იყო მამის სურვილი. მიუხედავად ამისა, მისი ძმები აქტიურად ჩაერთნენ არეულობაში. 1196 წელს, ქეი-ხოსროვ I-ის ძმის – ქუთბ ალი-დინ მალიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰმა მიისაკუთრა მისი კუთვნილი ტერიტორია აქსარაი და დაამხო ქეი-ხოსროვ I-ის მმართველობა (1192–1196), ამის შემდეგ კი თავი რუმის სულთნად გამოაცხადა.

ქეი-ხოსროვ I-ის დევნილობაში ყოფნა რედაქტირება

ქეი-ხოსროვ I ჯერ დამასკოში გაიქცა, ხოლო შემდეგ ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, ალექსი III ანგელოსთან.

1203 წელს იგი ბიზანტიაში დაქორწინდა იმპერატორის კარის მოხელის მანუელ მავროზომის ქალიშვილზე[1], რომელიც რუმის მომდევნო ორი სულთნის დედა გახდა: ქეი-ქავუს I (1211-1220) და ქეი-ყუბად I (1220-1237).

1204 წელს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა კონსტანტინოპოლი აიღეს. ამ დროს, რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი კონიაში გარდაიცვალა და რუმის სულთანი მისი შვილი – ქილიჩ-არსლან III გახდა.

მეორე მმართველობა (1205–1211) რედაქტირება

ძმის გარდაცვალების შემდეგ, გაქტიურდა დევნილობაში მყოფი ქეი-ხოსროვ I, რომელიც 1205 წელს სიმამრის დამხარებით დაბრუნდა სამშობლოში და ტახტიდან ჩამოაგდო ძმის შვილი, ქილიჩ-არსლან III. 1207 წლის მარტში, მან ანთალია ფრანკთა გარნიზონებს ჩამოართვა, რითაც მოიპოვა წვდომა ხმელთაშუა ზღვაზე და ამასთანავე, იტალიელებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო და სავაჭრო ხელშეკრულებას. ნიკიტა ქონიატეს გადმოცემის მიხედვით იგი 1211 წელს, ნიკეის იმპერატორმა თეოდორე I ლასკარისმა მოკლა, მეანდრის ხეობის მეორე ბრძოლაში[2]. დაკრძალულია ალაედინის მეჩეთში, კონია. მისი გარდაცვალების შემდეგ, რუმის სულთანი მისი შვილი — ქეი-ქავუს I გახდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Varzos, K. (1984), Ē genealogia tōn Komnēnōn, Thessaloniki, pp. 496–502.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Charles M. Brand, "The Turkish Element in Byzantium, Eleventh-Twelfth Centuries", Dumbarton Oaks Papers, 43 (1989), p. 18.
  2. Niketas Choniates, Orationes 172.1-10.
წინამორბედი:
ქილიჩ-არსლან II
რუმის სულთანი
1192–1196
შემდეგი:
რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი
წინამორბედი:
ქილიჩ-არსლან III
რუმის სულთანი
1205–1211
შემდეგი:
ქეი-ქავუს I