ქეთევან მაღალაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაღალაშვილი.

ქეთევან კონსტანტინეს ასული მაღალაშვილი (დ. 7 აპრილი, 1894, ქუთაისი — გ. 30 მაისი, 1973, თბილისი) — ქართველი ფერმწერი-პორტრეტისტი, საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი (1961). მისი მეუღლე იყო დიმიტრი შევარდნაძე.

ალექსანდრე წუწუნავა, ქეთევან მაღალაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე. 1930 წელი

ბიოგრაფია რედაქტირება

საშუალო განათლება თბილისში მიიღო. 1911 წელს შევიდა სახვითი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების სკოლაში, სადაც მას ასწავლიდნენ მოსე თოიძე და იაკობ ნიკოლაძე.

1915 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში. აქ მისი ხელმძღვანელები იყვნენ ცნობილი მხატვრები და პედაგოგები კ. კოროვინი და ნ. კასატკინი. 1917 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო ბიბლიოთეკარად. აქ იგი შეხვდა ცნობილ მოღვაწეს დიმიტრი შევარდნაძეს, რომლის რჩევითაც მხატვარი ქალი დაინტერესდა ქართველ მოღვაწეთა პორტრეტების შექმნით.

1923 წელს საქართველოს განათლების კომისარიატს გაგზავნილი ყავა საფრანგეთში მხატვრული ხელოვნების დასახვეწად. პარიზსში იგი ოსტატდება კოლაროსის აკადემიაში.

1926 წელს ქეთევენ მაღალაშვილი სამშობლოს დაუბრუნდა შემდგარ ოსტატად. იგი მუშაობას იწყებს ხელოვნების მუზეუმში, სადაც დიდი სერიოზულობითა და მაღალი პროფესიონალიზმით იღებს საქართველოს სხვადასხვა ტაძრებში ძველი ქართული ფრესკების და მოზაიკების პირებს.

დაჯილდოვეული იყო შრომის წითელი დროშის და ორი „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქარუმიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 501.
  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 42
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 251, თბ., 1994
  • ქეთევან მაღალაშვილის გამოფენის კატალოგი, თბილისი, 1961