ქედა

დაბა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ქედადაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყალის ნაპირზე, ზღვის დონიდან 256 მ-ზე. ბათუმიდან 41 კმ-ზე მის აღმოსავლეთით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1510 კაცი[1]. დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. დაბაში მოდის მინერალური წყალი.

დაბა
ქედა

აჭარისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°35′52″ ჩ. გ. 41°56′33″ ა. გ. / 41.59778° ჩ. გ. 41.94250° ა. გ. / 41.59778; 41.94250
ამჟამინდელი სტატუსი 1966
ცენტრის სიმაღლე 256
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1510[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
რუსები 0,2 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 425[2]
საფოსტო ინდექსი 6100[3]
ოფიციალური საიტი http://keda.gov.ge/
ქედა — საქართველო
ქედა
ქედა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქედა

ისტორია რედაქტირება

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ქედა იყო მცირე ქალაქის მსგავსი დაბა, სადაც სახლობდნენ ვაჭრები. 1874 წელს ქედა მოინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ. ამ დროს ქედა სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა და შედგებოდა ოთხი უბნისგან: ქედა, ასანური, ორცვა და გულები. ორცვა აჭარისწყლის მარცხენა, ხოლო გულები მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა.[4] დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს.

დემოგრაფია რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1200[5][6]
2014 1510[1]  

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-12.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 49 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  5. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-02.
  6. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქედა&oldid=4304675“-დან