ქაშაყი (ლათ. Clupea) — თევზი ქაშაყისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ძირითადად ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ჩრდილოეთ ნაწილში. სხეული გვერდებში მობრტყელებულია, მუცელი დაკბილული აქვს. ქერცლი ზომიერი, ან მოზრდილია. მოიცავს 60-ზე მეტ სახეობას, რომელიც ძირითადად გავრცელებულია ზომიერი და ცხელი სარტყლის ზღვებში. ზოგიერთი სახეობა მხოლოდ ზღვაში ბინადრობს და ერიდება მტკნარ წყალს. ზოგიერთი გამსვლელი სახეობაა, შედის მდინარეებში. უმეტესად იკვებება წვრილი კიბოსნაირებით. სხეულის სიგრძე განსხვავებულია, მაგ., ბალტიის ქაშაყის სხეულის სიგრძეა 14-18 სმ, ატლანტური ქაშაყის სიგრძე 46 სმ აღწევს. დიდი სარეწაო მნიშვნელობის თევზია, რის გამოც ევროპაში „ზღვის ვერცხლის“ სახელწოდებითაც არის ცნობილი.

ქაშაყი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Clupea

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება