ქარიშხალი (ინგლ. storm) — ძალიან ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე მიწის ზედაპირთან 20 მ/წ აღემატება და ზღვაზე დიდ ღელვას იწვევს, ხმელეთზე კი ნაგებობათა დაზიანებას და ნგრევას. ქარიშხალი ამოვარდება ტროპიკულ და ტროპიკებსგარე ციკლონების გავლისას, სმერჩისა და ტორნადოს დროს.

ძლიერი ქარიშხალი ჭექა-ქუხილთან ერთად

მეტეოროლოგიურ ლიტერატურაში ქარიშხალს შეესაბამება შტორმი (9 ბალი ბოფორტის სკალით), ძლიერი შტორმი (10 ბალი) და სასტიკი შტორმი (11 ბალი).

12 ბალიან ქარიშხალს გრიგალი ეწოდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.