ქართული ლიტერატურა

ქართული ლიტერატურა წარმოადგენს ქართულ ენაზე დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ქართული ლიტერატურა სათავეს იღებს იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებიდან“, რომელიც უძველესი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებაა.

ვეფხისტყაოსანის XVII საუკუნის ხელნაწერი

ძველი ქართული ლიტერატურა რედაქტირება

ძველ ქართულ ხალხურ ლიტერატურას ეკუთვნის ბერიკაობა და სხვა სიმღერები.

პირველი ქართული წარწერა დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვით 433 წლით და აღმოჩენილია ისრაელში. საქართველოში კი - ბოლნისის სიონის წარწერა(493-494). V საუკუნის პირველი ქართული ლიტერატურული ტექსტია "წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ" (476–483 წ.წ.). მეექვსე საუკუნის მნიშვნელოვანი თხზულებაა უცნობი ავტორის "ევსტათი მცხეთელი" . ამ პერიოდში ფოთში(ფაზისი) ფუნქციონირებდა საგანმანათლებლო სკოლა, სადაც ბერძენი პედაგოგები ასწავლიდნენ ფილოსოფიას და რიტორიკას.

ბიბლია საქართველოში სრულად ითარგმნა VII-VIII საუკუნეებში. ქართველმა სასულიერო მოღვაწეებმა ბიბლიის უძველესი ხელნაწერები აღმოაჩინეს ათონის ივერთა მონასტერში, რომელიც დაარსდა 979 წელს, ათონის მთაზე, საბერძნეთში და წმინდა ეკატერინეს მონასტერში (პალესტინა).

ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები რედაქტირება

ქრისტიანობამდელი ნაწარმოებები

გვიანდელი პერიოდის მნიშვნელოვანი თხზულებები

XVII - XVIII საუკუნის ქართული ლიტერატურა რედაქტირება

 
სულხან-საბა ორბელიანი და ვახტანგ VI

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი იტალიურ-ქართული ლექსიკონია, რომელიც 1629 წელს დაიბეჭდა რომში მას შემდეგ რაც ვახტანგ მეექვსემ საქართველოში სტამბა შემოიტანა, აქტიურად დაიწყო ძველქართული თხზულებების დაბეჭდვა.

1709 წელს ქართულ სტამბაში პირველად სახარება დაიბეჭდა. სახარების ერთი ეგზემპლიარი ვახტანგმა ანთიმოზს გაუგზავნა ვლახეთში. ანთიმოზ ივერიელმა სახარება ყდაში ჩასვა და ვლახეთის მმართველს, კონსტანტინე ბრინკოვიანუს, მიართვა ქართველთა პატივისცემის ნიშნად.[1]

ვახტანგ VI-ის სტამბაში 1709-1722 წლებში დაიბეჭდა: სახარება, „დავითნი“, „სამოციქულო“ (1709); „კონდაკი“, „ჟამნი“, „ლოცვანი“, „ბიბლია“, „დავითნი“, „სწავლა თუ ვითარ მართებს მოძღვარსა სწავლება მოწაფისა“ (1710-1711); „ვეფხისტყაოსანი“, „დავითნი“ (1712); „კურთხევანი“ (1713); „დავითნი“ (1716); „ჟამნი“, „ლოცვანი“ (1717); „კურთხევა ეკლესიისა“ (1719-1720); „პარაკლიტონი“ (1720); „აიათი“ ანუ „ქმნულების ცოდნის წიგნი“ (1721); „ჟამნი“ (1722).[2]

ამავე დროს გამოქვეყნდა სულხან-საბა ორბელიანის იგავების კრებული "წიგნი სიბრძნე სიცრუისა" და დღიურების წიგნი - "მოგზაურობა ევროპაში".

აღსანიშნავია იმდროინდელი ნაწარმოებები: დავით გურამიშვილის ლექსებისა და პოემების კრებული "დავითიანი" და ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა".

იმდროინდელი ლიტერატურის ნიმუშები რედაქტირება

მწერლები და პოეტები რედაქტირება

XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა რედაქტირება

რომანტიზმი რედაქტირება

 
ნიკოლოზ ბარათაშვილი

მეცხრამეტე საუკუნეში ევროპიდან რუსეთში, რუსეთიდან კი საქართველოში შემოვიდა ახალი მიმდინარეობა - რომანტიზმი. მისი წარმომადგენლები საქართველოში არიან ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი.[3]

მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია:

კრიტიკული რეალიზმი რედაქტირება

 
ნიკო ნიკოლაძე
 
აკაკი წერეთელი
 
ილია ჭავჭავაძე

როგორც რომანტიზმი, ასევე კრიტიკული რეალიზმი უცხოეთიდან შემოვიდა. მის საუკეთესო წარმომადგენლად თერგდალეულები: აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, დავით კლდიაშვილი და ალექსანდრე ყაზბეგი ითვლებიან.

რეალისტი მწერლები არიან:

მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია

ქართული მოდერნიზმი რედაქტირება

 
ვაჟა-ფშაველა

ქართული მოდერნიზმის ფუძემდებლად ვაჟა-ფშაველა ითვლება. ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური პოემები „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის-მჭამელი“ (1901) და სხვები. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). მისი ჰუმანისტური პოემები ნათარგმნია მრავალ ენაზე.

ვაჟა-ფშაველას რჩეული პოემები რედაქტირება

XX საუკუნის პირველი ნახევარი რედაქტირება

მეოცე საუკუნე საქართველოს რომანისტიკის ოქროს ხანად ითვლება. 20-იან წლებში პირველად დაიწერა დიდი ქართული რომანები: კვაჭი კვაჭანტირაძე (1924), ჯაყოს ხიზნები (1925), დიონისოს ღიმილი (1925) და სხვა. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდნენ მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი, გრიგოლ რობაქიძე და სხვები. ახალ საუკუნეში საგრძნობლად გაიზარდა ლიტერატურულ ჟანრთა მრავალფეროვნება. ჯავახიშვილმა არ უღალატა წინა საუკუნეში ფესვგამდგარ რეალიზმს და ამ მიმდინარეობით გააგრძელა მოღვაწეობა. მხოლოდ მან ექვსი სხვადასხვა ჟანრის რომანი დაწერა. მან შექმნა ავანტიურული („კვაჭი კვაჭანტირაძე“, 1924), სოციალური („ჯაყოს ხიზნები“, 1925), სათავგადასავლო („გივი შადური“, 1928), ისტორიული („არსენა მარაბდელი“, 1933—1936), ფილოსოფიური („თეთრი საყელო“, 1926 და სოციალისტურ-რევოლუციური "ქალის ტვირთი" რომანები. ევროპაში განათლებამიღებულმა კონსტანტინე გამსახურდიამ კი ქართულ პროზაში ექსპრესიონიზმი შემოიტანა. მისი მთავარი ნაშრომია "მთვარის მოტაცება", რომელშიც გასაბჭოების შემდგომი სოციალური მდგომარეობაა ასახული. ლეო ქიაჩელი საბჭოთა კავშირში მიღებული სოციალისტური რეალიზმის ჟანრში წერდა. ასე იყო ნიკო ლორთქიფანიძეც, თუმცა მან მინიატურებითა და ნოველებით იმპრესიონიზმის ჟანრში დაიწყო მოღვაწეობა. მისი ერთადერთი რომანი "ბილიკებიდან ლიანდაგზე" 1905 წლის რევოლუციას ეხმაურება. გრიგოლ რობაქიძემ თავისი პირველი რომანის - გველის პერანგის დასაწერად ეგზისტენციალიზმის და სიმბოლიზმის მსოფლმხედველობა გამოიყენა. 30-იანი წლებიდან დაიწყეს თანამედროვე მწერლების დევნა რასაც შეეწირა მიხეილ ჯავახიშვილი და სხვა ბევრი მოღვაწე. გრიგოლ რობაქიძე თავს გერმანიაში წასვლით უშველა.

მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია

 
ჯაყოს ხიზნების გარეკანი

სიმბოლისტები რედაქტირება

 
ირაკლი გამრეკელის მიერ დახატული ტიციან ტაბიძე

„ცისფერყანწელები“ — ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1916 წელს და არსებობდა 1930-იან წლებამდე, როდესაც მოძრაობა საბჭოთა წყობილებამ უგემოვნოდ და უსარგებლოდ შერაცხა და დევნა დაუწყო.

ცისფერყანწელები არიან:

დიდი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე თავს არ თვლიდა სიმბოლისტად, მიუხედავად იმისა, რომ მას ახლო კავშირი ჰქონდა „ცისფერყანწელებთან“. მის ნაწარმოებებს ძირითადად რომანტიკული ელფერი ახლავს.

XX საუკუნის მეორე ნახევარი რედაქტირება

 
ოტია იოსელიანი

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, ომის შემდგომ პერიოდში აღსანიშნავია ნოდარ დუმბაძის, გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჭილაძის, ჯემალ ქარჩხაძის და სხვათა მოღვაწეობა. ამ პერიოდში საქართველოში დამკვიდრდა დასავლეთიდან შემოსული მაგიური რეალიზმი. ამ ჟანრში მრავალი დიდი რომანი შეიქმნა.

მნიშვნელოვანი მწერლები და მათი საუკეთესო ნაწარმოებები:

 
Kainovo Znameni - ყოველმან ჩემმან მპოვნელმან (ჩეხური გამოცემა)

XXI საუკუნის ქართული ლიტერატურა რედაქტირება

 
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები - აკა მორჩილაძე

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი პოსტმოდერნიზმს უკავია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გიორგი ახვლედიანმა ფსევდონიმით - აკა მორჩილაძე, გამოაქვეყნა მოგზაურობა ყარაბაღში. რომანს თავიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა დღეს მწერლის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად ითვლება და თარგმნილია მრავალ ენაზე. აღსანიშნავია დათო ტურაშვილის მოღვაწეობა და მისი რომანი - ჯინსების თაობა (2001), რომელიც დღემდე ბესტსელერია საქართველოში და 10-ზე მეტ ენაზე თარგმნილი.

პრემია საბა რედაქტირება

ლიტერატურული პრემია "საბა" საქართველოში 2003 წელს დაარსდა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა და მისი მიზანია გასული წლის საუკეთესო ნაწარმოებების გამოვლენა 9 ნომინაციის მიხედვით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • "ანტიკური ლიტერატურა" მოსკოვი 1973, სახელმძღვანელო ფილოლოგიური ფაკულტეტებისთვის.
  • ი. მ. ტროანსკი, "ანტიკური ლიტერატურის ისტორია", მოსკოვი, უმაღლესი სკოლა 1983
  • ლათინური ბიბლიოთეკა

სქოლიო რედაქტირება

  1. ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 18
  2. ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 19
  3. ინგოროყვა, პავლე: ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი