ქალკიოპე, ხალკიოპე (ბერძ. Χαλκιοπη) — აიეტის ასული. ოქროს ვერძით, რომ კოლხეთს მოვიდა ფრიქსი, ეს ვერძი აქ შესწირა კრონოსს. შემდეგ იგი მიიღო აჲეთმა, რომელმაც მას მიათხოვა თავისი ასული ქალკიოპე. მისგან იშვნენ არგი, ფრონტის, მელასი და ციტისორი. ფრიქსი მოკლა აჲეთმა, რადგან მკითხავმა უთხრა, მოსული სტუმარი მოგკლავსო. მისი შვილები ნავში ჩასხდნენ და წავიდნენ. იღუპებოდნენ, რომ მოასწრო მათ იაზონმა, რომელიც კოლხეთს მოდიოდა. იაზონმა იგინი გადასხა თავის ხომალდზე. მათ დაამალინეს ხომალდი და თვითონ მოვიდნენ დედასთან და შეატყობინეს მიზეზი იაზონის მოსვლისა. ქალკიოპემ დახმარება სთხოვა თავის დას მედეას[1].

ქალკიოპე იყო: ეგიალას, აფსირტეს, მედეას და ცირცე II-ის (სკვითის მეფის მეუღლე) და. ბერძენი უფლისწულის ფრიქსის მეუღლე. მათ შეეძინათ ოთხი ძე: არგოსი, ფრონტისი, მელასი და ციტიზორი (კიტიზორი).

ვერსიები რედაქტირება

ფრიქსემ პელოპის დედის დიონეს ნაჩუქარი ოქროს ქანდაკი აჩუქა აიეტს, მეფემ კი ფრიქსეს ხალკიოპე მიათხოვა (აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა; 2,1169; 3, 248; სხვა ვერსიით, ფრიქსეს ცოლი იოფოსა აიეტის ასული, ან ევგენია, ზედწოდებით ქალკიოპე; 2. კოსის მეფის ევრიპილეს ასული, ჰერაკლეს საყვარელი. ტროიდან გაბრუნებულ ჰერაკლეს რომ კოსელები ქვის დაშენით შეხვდნენ, გმირმა კი აიღო მეფე ევრიპილე, მოკლა და მისი ასული შეიყვარა. მათი შვილი იყო თესალოსი ანუ თეტალოსი, (აპოლოდ. 278 ილ. 2, 676). ზოგი ვერსიით მათი შვილია ევრიპილოსი. ჰიგ 97 ხალკიოპე თესალოსის ცოლია. რექსენორის ან ხალკოდონის ასული, ეგეოსის მეორე ცოლი, რომელსაც უშვილობით შეწუხებული მეფე ტოვებს, მიდის ორაკულთან და მალე შეეყრება ეთრას, ვისგანაც ეყოლა თეზევსი (პლუტარქე; აპოლოდ. 3, 15, 6, 4). ერეხთევსის ძის ალკონის ასული, მამასთან ერთად გაიქცა ატიკიდან ევბაზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“: ბ. ღმერთ-კაცნი. ი. ქალკიოპე, ასული აჲეთისა. ტომი I, გვერდი: 95.