ქაიხოსრო III გურიელი

ტერმინს „ქაიხოსრო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქაიხოსრო.
ტერმინს „გურიელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გურიელი.

ქაიხოსრო III გურიელი (გ. დაახლოებით 1747 შემდეგ) — გურიის მთავარი 1717 წელს. მამია III გურიელის ვაჟი.

ქაიხოსრო III გურიელი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1717
მმართ. დასასრული: 1717
წინამორბედი: გიორგი IV გურიელი
მემკვიდრე: გიორგი IV გურიელი
შვილები: სტეფანე გურიელი
დინასტია: გურიელები
მამა: მამია III გურიელი
დედა: ელენე აბაშიძე

ბიოგრაფია რედაქტირება

მთავრად გახდომამდე ბერად იყო შემდგარი. 1716 წელს ხელისუფლება წაართვა ძმას, გიორგი IV გურიელს დედის, ელენე აბაშიძისა და დადიანის დახმარებით.[1] გიორგიმ უკან დაიბრუნა ტახტი 1717 წელს.

ქაიხოსრო ქართლის სამეფოს შეეხიზნა (მისი პაპიდა, თუთა, ვახტანგ VI-ის დედა იყო) და 1724 წელს ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთის იმპერიაში წავიდა. მას თან ახლდა სამი აზნაური და ოთხი მსახური.[2] 1730 წელს რუსეთში დაბადა მისი შვილი სტეფანე გურიელი. რუსეთში შევიდა იმპერიის სამხედრო სამსახურში, 1738 წელს ჩაირიცხა ქართველ ჰუსართა ასეულში პორუჩიკის წოდებით. 1741 წლიდან გახდა ასეულის მეთაური. მთავრობისგან მიიღო მამული უკრაინაში და 35 კომლი ყმა. 1741 წელს ჰუსართა ასეულის ბაზაე შეიქმნა ჰუსართა პოლკი და ქაიხოსრო გურიელი გახდა მისი მეთაური. 1741-1743 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში. 1742 წლის სექტემბერში პოლკი გენერალ-ფელდმარშალ ლასის ბრძანებით წაიყვანა ფრონტიდან უკრაინაში.[2]1747 წელს რეკომენდაცია გაუწია დავით გურამიშვილისვის პრაპორშჩიკის წოდების მინიჭებას.

ქაიხოსროს შვილი, სტეფანე გურიელი და შვილიშვილი, ივანე გურიელი, რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორები იყვნენ.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სოსელია, ო. (1954). „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან“, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი XXX. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 133. 
  2. 2.0 2.1 ყუბანეიშვილი, ს. „„დავით გურამიშვილი ქართულ ჰუსართა პოლკში“ გვ. 38, 42, 67, 82, 83 142 — 1955 წ"