ფშავის არაგვი

მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში

ფშავის არაგვი, (თეთრი არაგვი — ისტორიულ წყაროებში) — მდინარე საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2895 -ზე. სიგრძე 56 კმ, აუზის ფართობი 946 კმ². ჟინვალთან ერთვის არაგვს მარცხნიდან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის წლის თბილ პერიოდში, წყალმცირობასექტემბრიდან მარტამდე, ოქტომბერშიწყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,5 კმ³/წმ.

ფშავის არაგვი
სხვა სახელი თეთრი არაგვი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე)
სათავე თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთი კალთა
42°25′03″ ჩ. გ. 45°12′48″ ა. გ. / 42.41750° ჩ. გ. 45.21333° ა. გ. / 42.41750; 45.21333
სათავის სიმაღლე 2895 მ
შესართავი არაგვი
42°12′11″ ჩ. გ. 44°49′24″ ა. გ. / 42.20306° ჩ. გ. 44.82333° ა. გ. / 42.20306; 44.82333
სიგრძე 56 კმ
აუზის ფართობი 946 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 22,5 მ³/წმ
ფშავის არაგვი — საქართველო
ფშავის არაგვი
ფშავის არაგვი
ფშავის არაგვი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ფშავის არაგვი
ფშავის არაგვი
— სათავე, — შესართავი
ფშავის არაგვი ვიკისაწყობში

ფშავის მთავარი მდინარე არის ფშავის არაგვი. იგი სათავეს იღებს დიდი ბორბალოსა (3135 მ) და ბოთანას მთებიდან. არაგვის სათავეს წარმოადგენს სამი ხევის შენაკადი: ბოთანას წყალი, ასისხევი და ბოგონჩარის ხევი. ბორბალოდან დაქანებული არაგვი ფშავის ხეობაზე თანდათანობით ივაკებს და მას სოფელ ახადთან უერთდება მდ. წაწადა და მდ. ვარეულა; დამასტეს ხატთან - მათურხევი (მათურის წყალი), სოფ. შუაფხოში თეთრახევა, ნაროულა და ხატისხევა. შუაფხოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით (ორწყალი - 1154 მ.) ფშავის არაგვს უერთდება ხევსურეთის არაგვი. ორწყლიდან არაგვი სამხრეთისაკენ იღებს გეზს და გზადაგზა იერთებს მცირე ზომის ხევებს. არაგვის მარჯვენა შენაკადებია: ბეტიჩდილის წყალი, აფშოს წყალი, კაწალხეურა, ვანხევი, ჩარგლულა და სხვ.

ჟინვალში ფშავის არაგვი ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში. წყალსაცავის აშენებამდე (XX საუკუნის 80-იანი წლები) იგი ამ ადგილას უერთდებოდა მთიულეთის არაგვს. ჟინვალიდან არაგვი მიემართება სამხრეთით და მცხეთასთან უერთდება მდინარე მტკვარს.

არაგვი, განსაკუთრებით უკანაფშავის ტერიტორიაზე, საკმაოდ სწრაფი მდინარეა. მისი ტემპერატურა ზაფხულში 16-17 °С-ს არ აღემატება. სიგანე მერყეობს 5-15 მ-ის დიაპაზონში, ხოლო სიღრმე ორწყლამდე, როგორც წესი, არ აღემატება 1 მ-ს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იშვიათ მორევებს.

ისტორიული წყაროები რედაქტირება

ვახუშტი ბატონიშვილი თავის თხზულებაში „საქართველოს გეოგრაფია“ ფშავის არაგვს ბორბალოდან ჟინვალამდე უწოდებს „თეთრ არაგვს“, ხოლო მთიულეთის არაგვს კი „შავ არაგვს“.

 
„ხოლო კვალად ხარჭაშოს, საშიშს დასავლით, დის თეთრი არაგვის მდინარე. ესე გამოსდის ძურძუკს ფშავს შორის კავკასსა და მოდის ჩრდილოდამ სამხრით და მიერთვის ჟინვანს, აღმოსავლიდამ, შავს-არაგუს.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, თბ. 1904, გვ. 138)

ლიტერატურა რედაქტირება