ფუქსია (ლათ. Fuchsia) — მცენარეთა გვარი ონაგრასებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან პატარა ხეებია. გრძელყუნწიანი დაკიდებული ყვავილი და კენკრა ნაყოფი აქვთ.

ფუქსია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Fuchsia

100-მდე სახეობა გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, რამდენიმე — ახალი ზელანდიისა და ტაიტის კუნძულებზე. ბევრ სახეობას დეკორატიულ მცენარედ ამრავლებენ.

ცნობილია ფუქსიის 2 ათასზე მეტი ჰიბრიდული ჯიში, რომლებიც გამოირჩევა ნაირფერი ბუთხუზა ყვავილებით. ზოგიერთი სახეობის ნაყოფი იჭმება.

ლიტერატურა რედაქტირება