ფურცლებგანცალკევებულნი

ფურცლებგანცალკევებულნი (ლათ. Choripetalae) — ორლებნიან მცენარეთა ქვეკლასი. მასში გაერთიანებულია ისეთი ოჯახები, რომელთა წარმომადგენლების ყვავილს აქვს ჯამი და ფურცლებგანცალკევებული გვირგვინი (ჯვაროსნები, ვარდისებრნი) ან მარტივი ყვავილსაფარი არ გააჩნია (კაზუარინასებრნი).

ფურცლებგანცალკევებულნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ქვეკლასი:  ფურცლებგანცალკევებულნი
ლათინური სახელი
Choripetalae

ტერმინი „ფურცლებგანცალკევებულნი“ შემოიღო გერმანელმა ბოტანიკოსმა ავგუსტ ვილჰელმ აიხლერმა 1876 წელს. მოგვიანებით კი 1892 წელს გემანელმა მეცნიერმა ადოლფ ჰაინრიხ გუსტავ ენგლერმა მცენარეთა ამ ჯგუფს პირველადსაფრიანები უწოდა, რადგან ფურცლებგანცალკევებულობას უძველეს ორლებნიანთა დამახასიათებელ ნიშნად მიიჩნევდა. ფურცლებგანცალკევებულნი ეწოდება პირველადსაფრიანების მხოლოდ იმ ოჯახებს, რომელთაც აქვთ ორმაგი ყვავილსაფარი ფურცლებგანხალკევებული გვირგვინით.

ავსტრალიელმა ბოტანიკოსმა ს. ენდლიხერმა 1839 წელს ეს ოჯახები გააერთიანა Dialypetalae-ს ჯგუფში, უყვავილსაფრო ან მარტივყვავილსაფრიან მცენარეთა ოჯახები კი — ერთსაფრიანებში. უკანასკნელ წლებში მეცნიერთა უმატესობა ფურცლებგანცალკევებულნით და ფურცლებშეზრდილთ ცალკე ქვეკლასებად არ გამოყოფს, ვინაიდან დამტკიცდა, რომ ორლებნიანთა ევოლუციის პროცესში შეზდრილფურცლებიანობა რამდენიმეჯერ წარმოიქმნა მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფში.

ლიტერატურა რედაქტირება