ფუმიკო კანეკო (იაპონ. 金子 文子; დ. 25 იანვარი, 1903 — გ. 23 ივლისი, 1926)[1]იაპონელი ანარქისტი და ნიჰილისტი. ის დამნაშავედ სცნეს იაპონიის საიმპერატორო ოჯახის წევრების მკვლელობის მცდელობაში.

ფუმიკო კანეკო
დაბადების თარიღი 25 იანვარი, 1903
იოკოჰამა, იაპონია
გარდაცვალების თარიღი 23 ივლისი, 1926 (23 წლის)
უცუნომია, იაპონია

ბიოგრაფია რედაქტირება

ფუმიკო კანეკო დაიბადა მეიჯის პერიოდში იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, კოტობუკის რაიონში. მამამისი ფუმიკაძუ საეკი სამურაის ოჯახიდან იყო, ხოლო დედა კიკუნო კანეკო — გლეხის ოჯახიდან. იმის გამო, რომ მათი ქორწინება ოფიციალური არ იყო, ფუმიკო არ იყო რეგისტრირებული როგორც საეკი. ფუმიკო იხსენებს, რომ თავისი ცხოვრების რამდენიმე წელი მისთვის ბედნიერი იყო, როდესაც მამამისი დეტექტივად მუშაობდა პოლიციაში, იმის მიუხედავად, რომ ოჯახი გაჭირვებული იყო. თუმცა როდესაც ფუმიკაძუ სამასახურიდან წამოვიდა, ოჯახს ძალიან გაუჭირდა. ფუმიკოს მამა აზარტული თამაშებს თამაშობდა და სვამდა, ამასთან ერთად ცოლზე ძალადობდა და მას სხვა ქალებთან (მათ შორის კიკუნოს დასთან, ტაკანოსთან) ღალატობდა. მოგვიანებით ფუმიკაძუმ მიატოვა მეუღლე და ტაკანოზე დაქორწინდა.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. Raddeker (1997), pp. 202–203.
  2. Raddeker (1997), pp. 203–206