ფსიქოპათოლოგია (ბერძ. ψυχή — სული, ბერძ. πάθος — დაავადება, ბერძ. λογος — სწავლება) — სფერო ფსიქიატრიაში, რომელიც შეიწავლის ფსიქიკურ აშლილობებს მედიცინის თვალსაზრისით. ძირითადი მეთოდებია — კლინიკური დაკვირვება და საუბარი.

ზოგადი ფსიქოპათოლოგია — შეიწავლის ძირითად, მრავალი ფსიქიკური დაავადებისთვის მახასიათებელ ფსიქიკური აქტივობის პათოლოგიების გამომამჟღავნებელ და განმავითარებელ კანონზომიერებებს, ეტიოლოგიისა და პათოგენეზის ზოგად დებულებებს, ფსიქოპათოლოგიური პროცესების ბუნებას, მის მიზეზებს, კლასიფიკაციის პრინციპებს, გამოკვლევის მეთოდებსა და მკურნალობას.

კერძო ფსიქოპათოლოგია — შეისწავლის ცალკეულ ფსიქიკურ დაავადებებს, მათ ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკას, განვითარების კანონზომიერებებს, მკურნალობის საშუალებებსა და შრომისუნარიანობის აღდგენას. მეტყველების უნარი ცალკეული ფსიქიკური დაავადების მიმდინარეობისას გამოიკვლევა პათოფსიქოლინგვისტიკის ფარგლებში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ясперс К. Общая психопатология. — М.: Практика, 1997.