ფსიქიატრია (ბერძ. ψυχή – სული და ბერძ. ιατρός – ექიმი; ბერძ. ιατρικός – საექიმო, სამედიცინო) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ფსიქიკურ დაავადებათა გამოვლინებებს, მიმდინარეობას, წარმოშობის მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. განარჩევენ ზოგად ფსიქიატრიას (შეისწავლის ფსიქიკური მოშლილობების ძირითადად კანონზომიერებებს) და კერძოს (შეისწავლის ცალკეულ ფსიქიკურ დაავადებას). ფსიქიატრიის დარგებია:

პაციენტებისთვის განკუთვნილი ოთახი

ფაიქიატრიის ცალკე მიმართულებაა ეგრეთ წოდებული მცირე ფსიქიატრია, რომლის შესწავლის საგანია მოსაზღვრე მდგომარეობანი (ნევროზი, ფსიქოპათია, რეაქტიული მდგომარეობა).

ისტორია რედაქტირება

ფსიქიკური დაავადებანი ცნობილი იყო უძველესი დროიდან. ჰიპოკრატეს აღწერილი აქვს მანია, მელანქოლია, ეპილეფსია, პარანოია. ფსიქიკურ დაავადებათა შესახებ ცნობებს ვხვდებით აგრეთვე ძველ ქართულ სამედიცინო ტრაქტატებში (ქანანელის „უსწორო კარაბადინი“, XI საუკუნე; ხოჯა ყოფილის „წიგნი სააქიმიო“, XIII საუკუნე; ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი“, XV საუკუნე და სხვ.). შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში ფსიქიკურ დაავადებათა ბუნებაზე გაბატონებული იყო მისტიკური შეხედულებები. აღმოსავლეთის ზოგიერთი ექიმი ეძებდა მათი წარმოქმნის ბუნებრივ მიზეზს.

ფსიქიატრია მედიცინის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დამდეგს, რაც დაკავშირებული იყო ვინჩენცო კიარუჯის (იტალია) ფილიპ პინელის (საფრანგეთი), ჯონ კონოლის (ინგლისი), ვილჰელმ გრიზინგერის (გერმანია), ვასილი საბლერისა და პავლე მალინოვსკის (რუსეთი) მოღვაწეობასთან. XX საუკუნის დასაწყისში ფსიქიატრიამ განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია. ამ პერიოდის გამოჩენილ ფსიქიატრთა შორის აღსანიშნავი არიან ი. ბალინსკი, ს. კორსაკოვი, ვ. ბეხტერევი, ე. კრეპელინი, კ. ვერნიკე, ე. კრეჩმერი, ჯ. ჯექსონი, ე. დიუპრე, ვ. მანიანი და სხვ.

მეცნიერული ფსიქიატრიის განვითარებას საქართველოში საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც 1921 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტთან შეიქმნა ფსიქიტრიის კლინიკა, ხოლო 1925 წელს ფსიქიატრიის ინსტიტუტი. ფსიქიატრიის დარგისა და ფსიქონევროლოგიურ დახმარების ჩამოყალიბებასა და მის განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით მიხეილ ასათიანს და მის უახლოეს თანამშრომლებს ავლიპი ზურაბაშვილს, ა. გოცირიძეს, ი. მენთეშაშვილს, ე. გობრონიძეს და სხვ. 1930 წელს დაარსდა საქართველოს ფსიქიატრთა სამეცნიერო საზოგადოება. 1967 წელს თბილისში ჩატარდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სემინარი ფსიქიატრიის დარგში, ხოლო 1970-1973 წლებში მოეწყო ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციის სიმპოზიუმები შიზოფრენიის საკითხებზე.

კლასიფიკაცია ფსიქიკური აშლილობის რედაქტირება

შიზოფრენია რედაქტირება

ფსიქიკური დაავადება შიზოფრენია დღეს ძალიან გავრცელებული დაავადებააა, განსაკუთრებით არის აღსანიშნავი ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც მეცნიერთა კვლევამ აჩვენა რომ სრულიად მოსახლეობის 1 პროცენტი დაავადებულია შიზოფრენიით განსაკუთრებით ახალგაზრდები რომელთა ასაკი მერყეობს 20-25 წლებს შორის. თუმცა მოცემული დაავადების მოსახლეობას ეშინია და მას ხშირად არასწორად იგებენ, შიზოფრენია მკურნალობას ემორჩილება და განკურნებად სამედიცინო მდგომარეობას წარმოადგენს. შიზოფრენია ხშირად ზემოქმედებს პიროვნების მკაფიოდ აზროვნების უნარზე, ანუ უნარზე გამოარჩიოს რეალობა ფანტაზიისაგან, მართოს თავისი ემოციები, მიიღოს გადაწყვეტილებები და კონტაქტი დაამყაროს სხვებთან. შიზოფრენიის პირველი ნიშნები, როგორც წესი, ჩნდება თინეიჯერულ ასაკში ან 20-25 წლის ასაკში, ხოლო ქალებში კი — ხშირად შედარებით უფრო მოგვიანებით. შიზოფრენიის მქონე ადამიანების უმრავლესობა ქრონიკულად ან ეპიზოდურად ებრძვის ამ დაავადებას მთელი ცხოვრების მანძილზე, და ისინი ყოველთვის სტიგმატიზირებულნი არიან გარშემო მყოფი საზოგადოების მიერ დაავადების შესახებ არასწორი შეხედულებისა და მისი არასწორი გაგების გამო. შიზოფრენიას არც ცუდი მზრუნველობა და მოვლა, და არც პიროვნული სისუსტე იწვევს. შიზოფრენიის მქონე პიროვნებას არ ახასიათებს „პიროვნების გაორება“ და შიზოფრენიის მქონე თითქმის არც ერთი ადამიანი არ არის საშიში ან აგრესიული სხვების მიმართ მკურნალობის პერიოდში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა შიზოფრენია როგორც ადამიანებზე მოქმედი ათი დაავადებიდან ერთ-ერთი ყველაზე დამაუძლურებელი დაავადება.

მანიაკალურ-დეპრესიული ნიშნები რედაქტირება

მწვავე მანიაკალურ მდგომარეობაში საკუთარი მდგომა რეობის მიმართ კრიტიკა მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული. პაციენტს არ ესმის, რატომ უნდა შეიკავოს თავი გრანდიოზული გეგმებისაგან ან შეამციროს ხარჯები და უარი თქვას ექსტრავაგანტური ნივთების შეძენაზე. იგი იშვიათად მიიჩნევს თავს ავადმყოფად ან თვლის, რომ სჭირდება მკურნალობა. პაციენტების უმრავლესობას შეუძლია თავისი მდგომარეობის გაკონტროლება და დისიმულაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი მკურნალობის საკითხი განიხილება; ამიტომ, თუ კი ამის საშუალება არსებობს, მნიშვნელოვანია Udslim შემდეგნაირად აღწერა ეს პრობლემა: ისევე, როგორც არაღრმა თრობისას, ნაკლებად გამო ხატული მანიაკალური მდგომარეობის დროს, პიროვნებას შეუძლია, დაძაბოს გონება, თავი მოუყაროს აზრებს, გააკონტროლოს თავისი ქცევა და მცირე დროის მანძილზე ისაუბროს მშვიდად და გონივრულად ისე, რომ შეცდომაში შეიყვანოს გამოუცდელი მოსაუბრე.

შერეული აფექტური მდგომარეობები დეპრესიული და მანიაკალური სიმპტომები ზოგჯერ ერთ დროულად აღმოცენდება. პაციენტს, რომელსაც აღენიშნება ჭარბსიტყვიანობა და ენერგიის მოზღვავება, შესაძლოა, ჰქონდეს გამოხატული დეპრესიული აზრები. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში მანია და დეპრესია სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს; მაგ., მანიაკალური პაციენტი შესაძლოა რამდენიმე საათით გახდეს უკიდურესად დეპრესიული და შემდეგ სწრაფად დაუბრუნდეს მანიაკალურ მდგომარეობას, რაც აღწერილია გრიზინგერის ადრეულ ნაშრომებში მანიაკალური მდგომარეობების შესახებ. ბოლო წლებში საკითხი კვლავ აქტუალური გახდა, ვინაიდან ასეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, სხვა გუნებგანწყობის სტაბილიზატორებთან შედარებით, ყველაზე ეფექტურად ვალპროატი გამოიყენება.

ეპილეფსია რედაქტირება

ეპილეფსია გულყრას იწვევს თავის ტვინის უჯრედებში განვითარებული პათოლოგიური განმუხტვა, გულყრამ შესაძლოა დაარღვიოს ნებისმიერი პროცესი, რომელსაც ტვინი უწევს კოორდინირებას. გულყრა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გარდამავალი (ძირითადად თვითშეჩერებადი) სიმპტომებით: კონფუზია (დეზორიენტაცია დროსა და გარემოში) მეტყველების შეჩერება არაკონტროლირებადი კრუნჩხვითი მოძრაობები ხელებსა და ფეხებში ცნობიერების ან სიფხიზლის დაკარგვა ფსიქიკური სიმპტომები (ქცევის და აზროვნების შეცვლა) სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია გულყრის ტიპზე. უმეტეს შემთხვევებში, ეპილეფსიის მქონე ადამიანს აქვს ერთი და იმავე ტიპის გულყრები, შესაბამისად ყოველ შემდგომ ეპიზოდში სიმპტომები მსგავსია. ექიმი ახდენს გულყრის კლასიფიცირებას იმის მიხედვით, თუ როგორ იწყება ტვინში პათოლოგიური აქტივობა (ფოკალური ანუ ლოკალური თუ გენერალიზებული, რომელიც მოიცავს მთელ ტვინს). კლასიფიკაცია: კლასიფიცირება ხდება გულყრის ტიპის, გამომწვევი მიზეზის, ეპილეფსიური სინდრომის და ასევე იმ მდგომარეობის შეფასებით რაც ახლავს გულყრას. 2001 წლის ეპილეფსიური გულყრებისა და სიდრომების კლასიფიკაციის ახალი პროექტი მოიცავს იმ დაავადებების ჩამონათვალსაც, რომლების ასოცირებულია ეპილეფსიურ გულყრებთან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება