ფრიდრიხ ვილჰელმ ბესელი

გერმანელი ასტრონომი

ფრიდრიხ ვილჰელმ ბესელი (გერმ. Friedrich Wilhelm Bessel; დ. 22 ივლისი, 1784, მინდენი — გ. 17 მარტი, 1846, კენიგსბერგი) — გერმანელი ასტრონომი. ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1812). ოცი წლისამ გამოთვალა ჰალეის კომეტის ორბიტა. 1806 წელს ასისტენტად მიიღეს ლილიენტალის კერძო ობსერვატორიაში, სადაც ხელახლა დაამუშავა ჯეიმზ ბრედლის დაკვირვებათა მონაცემები და დიდი სიზუსტით განსაზღვრა რეფრაქციის, პროცესიის და ნუტაციის მუდმივები. 1810 წელს გახდა კენიგსბერგის უნივერსიტეტის პროფესორი. აქ მან დააარსა ობსერვატორია, რომელსაც სიკვდილამდე განაგებდა. ამ ობსერვატორიის მერიდიანული წრით +47°-იდან -16°-მდე დახრილობის შუალედში დააკვირდა 75011 ვარსკვლავს, დაამუშავა ასტრონომიულ ხელსაწყოთა ცდომილების თეორია. აღმოაჩინა პიროვნული განტოლება, ე.ი ყოველი დაკვირვებლისთვის დამახასიათებელი სისტემათა ცდომილება, რითაც უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა ასტრონომიული გაზომვების სიზუსტე. დაკვირვებათა მონაცემების დამუშავებისას ბესელი იყენებდა ალბათობის თეორიას და უმცირესი კვადრატების ხერხს. ჰელიომეტრის მეშვეობით ბესელმა განსაზღვრა ვარსკვლავ გედი-61-ის პარალაქსი (1838), რითაც ერთ-ერთმა პირველმა გაზომა მანძილი უძრავ ვარსკვლავებამდე. განსაზღვრა პლანეტების მასები და სატურნის თანამგზავრთა ორბიტის ელემენტები. დიდი მნიშვნელობა აქვს ბესელის შრომებს გეოდეზიის დარგში.

ფრიდრიხ ვილჰელმ ბესელი
გერმ. Friedrich Wilhelm Bessel
დაბ. თარიღი 22 ივლისი, 1784(1784-07-22)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი მინდენი[4] [5] [2]
გარდ. თარიღი 17 მარტი, 1846(1846-03-17)[1] [5] [2] [3] [6] [7] [8] [9] [10] (61 წლის)
გარდ. ადგილი კენიგსბერგი[2]
დასაფლავებულია Q1499598?
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
საქმიანობა ასტრონომი, მათემატიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, გეოდეზისტი და ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი კენიგსბერგის ობსერვატორია[11] და კენიგსბერგის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ფრიდრიხ ვილჰელმ არგელანდერი
მეუღლე Johanna Bessel
ნათესავ(ებ)ი Karl Gottfried Hagen
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ლალანდის პრემია, ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, წითელი არწივის მე-2 ხარისხის ორდენი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[12]

მათემატიკაში ბესელის სახელს ატარებს პირველი გვარის ცილინდრული ფუნქციები და დიფერენციული განტოლება, რომელსაც ისინი აკმაყოფილებენ. მასევ ეკუთვნის უტოლობა ფურიეს მწკრივის კოეფიციენტებისთვის და აგრეთვე საინტერპოლაციო ფორმულა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118510215 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Bruhns Bessel, Friedrich Wilhelm // Allgemeine Deutsche BiographieL: 1875. — ტ. 2. — S. 558–567.
  3. 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  4. Бессель Фридрих Вильгельм // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  5. 5.0 5.1 Бессель, Фридрих Вильгельм // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1892. — Т. IIIа. — С. 617–618.
  6. SNAC — 2010.
  7. KNAW Past Members
  8. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  11. Berry A. A Short History of AstronomyLondon: John Murray, 1898.
  12. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 34.