ფრედერიკ უილიამ ფრენსისი (ინგლ. Frederick William Francis; დ. 22 დეკემბერი, 1917, იზლინგტონი, მიდლსექსი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო17 მარტი, 2007, იზლვორტი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი კინოოპერატორი და რეჟისორი.

ფრედი ფრენსისი
დაბადების სახელი ფრედერიკ უილიამ ფრენსისი
დაბადების თარიღი 22 დეკემბერი, 1917
იზლინგტონი, მიდლსექსი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
გარდაცვალების თარიღი 17 მარტი, 2007 (89 წლის)
იზლვორტი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა კინოოპერატორი, რეჟისორი
აქტიური 1937-1999
მეუღლე(ები)

გლედის დორელი (1940-1961)

პამელა მენი (1963-2007, ფრენსისის სიკვდილამდე)

1956 წელს იგი ჯულიან ამიესის ფილმის ოპერატორი იყო, სახელწოდებით „ბორცვი კორეაში“. ამის შემდეგ იგი მალევე ბრიტანელ კინოოპერატორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. მას უმუშავია ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა: „ზედა ოთახი“ (1959, რეჟ. ჯეკ კლეიტონი) და „შაბათი ღამე და კვირა დილა“ (1960, რეჟ. კარელ რეიცი). [1]

ფილმებისთვის „ვაჟები და საყვარლები“ (1960, რეჟ. ჯეკ კარდიფი) და „დიდება“ (1989, რეჟ. ედვარდ ცვიკი) მას „ოსკარის“ ორი ჯილდო აქვს მოპოვებული საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ფრედერიკ უილიამ ფრენსისი იზლინგტონში დაიბადა. იგი ტექნიკურ სკოლაში სწავლობდა და თავდაპირველად ინჟინრობა სურდა. 16 წლის ასაკში, ფოტოგრაფიითა და კინოთი გატაცების გამო, მან სკოლა მიატოვა, რის შემდეგაც ფოტოგრაფ ლუის პროტეროს მოსწავლე გახდა. ფრენსისი მასთან ექვსი თვის განმავლობაში დარჩა.

1939 წელს ფრენსისი ბრიტანეთის არმიას შეუერთდა, სადაც ექვსი წელი გაატარა. არმიიდან დაბრუნების შემდეგ იგი 10 წლის განმავლობაში კინოოპერატორად მუშაობდა.

კარიერა რედაქტირება

მის, როგორც კინოოპერატორის, ადრეულ კარიერას განეკუთვნება ფილმები: „ჰოფმანის ზღაპრები“ (1951), „ეშმაკის დამარცხება“ (1953) და „მობი დიკი“ (1956). ფრენსისს ხშირად ჰქონდა კოლაბორაციები ისეთ კინოოპერატორებთან, როგორებიც არიან კრისტოფერ მორისი (ცხრა ფილმი) და ოსვალდ მორისი (ხუთი ფილმი).

ფრენსისმა 1960 წლის ფილმისთვის, სახელწოდებით „ვაჟები და საყვარლები“ (რეჟ. ჯეკ კარდიფი), „ოსკარის“ ჯილდო მიიღო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. 1961 წელს იყო კინოოპერატორი ფილმისა „უმანკოები“, რის შემდეგაც, 1962 წელს, მან თავისი სარეჟისორო დებიუტი, კომედიური ფილმი გამოუშვა, სახელწოდებით „ორს მივუმატოთ ორი უდრის ექვსს“. ფილმის შესახებ ფრენსისი ბერი კინგთან ინტერვიუში ამბობს: „...ეს არ იყო ის ფილმი, რისი გადაღებაც მინდოდა. ვეცადე, სცენარი შემეცვალა, მაგრამ უფლება არ მქონდა. ჯორჯ ჩეკირისი დიდებული მოცეკვავე იყო, მაგრამ არა მსახიობი. მიუხედავად ამისა, გადაღებისას მაინც მივიღე სიამოვნება, ხოლო ჯანეტ სკოტი, რომელიც ჯორჯ ჩაკირისთან ერთად ასრულებდა მთავარ როლს, ჩემი ახლო მეგობარი გახდა“. [2] ფრენსისს 20 წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია ფილმების გადაღება. უმეტესად იღებდა საშინელებათა და ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრში.

მის ფილმებს განეკუთვნება „პარანოიით შეპყრობილი“ (1963), „კოშმარი“ (1964), „ფრანკენშტეინის ეშმაკი“ (1964), „ისტერია“ (1965), „დრაკულა საფლავიდან აღსდგა“ (1968).

საოპერატორო ხელოვნებასთან დაბრუნება რედაქტირება

ფრედი ფრენსისი კინოოპერატორის როლში 1980 წელს დაბრუნდა, როცა დევიდ ლინჩმა „ადამიანი-სპილო“ გადაიღო. ფილმმა რეჟისორსა და ოპერატორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და იგი კომერციულადაც წარმატებული გამოდგა. 1980-იანებში ფრენსისმა იმუშავა ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა „ჯალათის სიმღერა“ (1982, რეჟ. ლოურენს შილერი), „დიუნი“ (1984, რეჟ. დევიდ ლინჩი), დიდება (1989, რეჟ. ედვარდ ცვიკი), რისთვისაც მან „ოსკარის“ ჯილდო მოიპოვა საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. იგი ასევე იყო 1991 წელს გამოსული ფილმის ოპერატორი, სახელწოდებით „კაცი მთვარეზე“. იმავე წელს იმუშავა მარტინ სკორსეზეს რიმეიქზე ფილმისა „შიშის კონცხი“. მისი, როგორც კინოოპერატორის ბოლო ნამუშევარი, იყო დევიდ ლინჩის 1999 წელს გამოსული ფილმი, სახელწოდებით „სტრეიტის ამბავი“.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

1940 წელს ფრენსისი გლედის დორელზე დაქორწინდა. მათ ერთი ვაჟი შეეძინათ. 1963 წელს დაქორწინდა პამელა მენზე, ვისგანაც ორი შვილი ჰყავს.

ფრედი ფრენსისი 89 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.

ფილმოგრაფია რედაქტირება

როგორც კინოოპერატორი

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1956 „ბორცვი კორეაში“ A Hill in Korea
1957 „დრო სიბრალულის გარეშე“ Time Without Pity
1957 „ცელქი ბავშვი“ The Scamp
1958 „უცაბედი“ Next to No Time
1958 „ქალწულთა კუნძული“ Virgin Island
1959 „ზედა ოთახი“ Room at the Top
1960 „შაბათი ღამე და კვირა დილა“ Saturday Night and Sunday Morning
1960 „ვაჟები და საყვარლები“ Sons and Lovers
1960 „არასოდეს გამოართვა ტკბილეული უცნობს“ Never Take Sweets from a Stranger
1961 „უმანკოები“ The Innocents
1980 „ადამიანი-სპილო“ The Elephant Man
1981 „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ The French Lieutenant's Woman
1982 „ჯალათის სიმღერა“ The Executioner's Song
1983 „კაცი თავსატეხი“ The Jigsaw Man
1984 „მემედი, ჩემი ჰოუკი“ Memed, My Hawk
1984 „დიუნი“ Dune
1985 „ოზთან დაბრუნება“ Return to Oz
1985 „კოდური სახელი: ემერალდი“ Code Name: Emerald
1988 „კლარას გული“ Clara's Heart
1989 „მისი ალიბი“ Her Alibi
1989 „ბრენდა სტარი“ Brenda Starr
1989 „დიდება“ Glory
1991 „შიშის კონცხი“ Cape Fear
1991 „კაცი მთვარეზე“ The Man in the Moon
1992 „სკოლის კავშირები“ School Ties
1993 „ცხოვრება თეატრში“ A Life in the Theatre
1996 „ცისარტყელა“ Rainbow
1999 „სტრეიტის ამბავი“ The Straight Story

როგორც რეჟისორი

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1962 „ორს მივუმატოთ ორი უდრის ექვსს“ Two and Two Make Six რეჟისორი
1963 „პარანოიით შეპყრობილი“ Paranoiac რეჟისორი
1964 „ფრანკენშტეინის ეშმაკი“ The Evil of Frankenstein სცენარისტი
1964 „მოღალატის ჭიშკარი“ Traitor's Gate რეჟისორი
1964 „კოშმარი“ Nightmare რეჟისორი
1965 „დოქტორი ტერორის საშინელებებით სავსე სახლი“ Dr. Terror's House of Horrors რეჟისორი
1965 „ჩონჩხი“ The Skull რეჟისორი
1965 „ისტერია“ Hysteria რეჟისორი
1966 „ფსიქოპატი“ The Psychopath რეჟისორი
1967 „მომაკვდინებელი ფუტკრები“ The Deadly Bees რეჟისორი
1967 „ისინი მიღმიერი სივრციდან მოვიდნენ“ They Came from Beyond Space რეჟისორი
1967 „ტანჯვის ბაღი“ Torture Garden რეჟისორი
1968 „დრაკულა საფლავიდან აღსდგა“ Dracula Has Risen from the Grave რეჟისორი
1970 „გასეირნება“ Trog რეჟისორი
1970 „გოგონა“ Girly რეჟისორი
1971 „ვამპირების მოვლენა“ The Vampire Happening რეჟისორი
1972 „ამბები კრიპტედან“ Tales from the Crypt რეჟისორი
1973 „მცოცავი ხორცი“ The Creeping Flesh რეჟისორი
1973 „ამბები, რომლებიც სიგიჟეზე ჰყვებიან“ Tales That Witness Madness რეჟისორი
1974 „დრაკულას ვაჟი“ Son of Dracula რეჟისორი
1975 „ღული“ The Ghoul რეჟისორი
1975 „ლეგენდა მგელკაცზე“ Legend of the Werewolf რეჟისორი
1985 „ექიმი და ეშმაკები“ The Doctor and the Devils რეჟისორი
1989 „ბნელი კოშკი“ Dark Tower რეჟისორი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება