ფრედერიკ IV (ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი)

ფრედერიკ IV (დან. Frederik 4.; დ. 18 ოქტომბერი, 1671 — გ. 19 ივლისი, 1702) — ოლდენბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კრისტიან ალბერტისა და ფრედერიკა ამალია დანიელის ვაჟი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი 1695-1702 წლებში. რუსეთის იმპერატორ პეტრე III-ის ბაბუა.

ფრედერიკ IV
წოდებები
ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დაიბადა 18 ოქტომბერი, 1671
გარდაიცვალა 19 ივლისი, 1702, (30 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) ჰედვიგ სოფია შვედი
შვილ(ებ)ი კარლ ფრედერიკი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
მამა კრისტიან ალბერტი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დედა ფრედერიკა ამალია დანიელი
რელიგია ლუთერანიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ფრედერიკი დაიბადა 1671 წლის 18 ოქტომბერს გოტორპში. იგი იყო ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კრისტიან ალბერტისა და მისი ცოლის, ფრედერიკა ამალია დანიელის პირველი შვილი. 1698 წლის 12 მაისს იგი დააქორწინეს ჰედვიგ სოფია შვედზე, რომელთანაც მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა — კარლ ფრედერიკი, რომელიც შემდგომში რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ის ასულ ანა პეტროვნაზე დაქორწინდა და სათავე დაუდო რომანოვების დინასტიას.

იგი ჩაბმული იყო ჩრდილოეთის ომში, რა დროსაც მონაწილეობა მიიღო პოლონელებთან გამართულ კლიშოვის ბრძოლაში.

აღსანიშნავია, რომ იგი დასაქორწინებლად სტოკჰოლმში ჩავიდა. მისი მეუღლე, ჰედვიგ სოფია მას ორმხრივ ბიძაშვილად ერგებოდა, რადგან მამამისი, მეფე კარლ XI ფრედერიკის მამიდაშვილი, ხოლო დედამისი, დედოფალი ულრიკა ელეონორა დანიელი ფრედერიკის დეიდა იყო. ფრედერიკი თავის ცოლის ძმას, მეფე კარლ XII-ს მალე დაუახლოვდა და ცნობილია, რომ ისინი ხშირად ერთად სვამდნენ. 1699 წელს, კარლ XII-მ დაიცვა ჰოლშტაინ-გოტორპის დანიელთა შემოჭრისაგან. ფრედერიკ IV 1702 წელს, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Huberty, Michel; Giraud, Alain; Maagdelaine, F. et B. (1994). L'Allemagne Dynastique, Tome VII Oldenbourg. France: Laballery. pp. 50–51, 75–76. ISBN 2-901138-07-1.