ფრედეგარი (ლათ. Fredegarius Scholasticus, დ. უცნობია — გ. დაახლ. 660) — VII საუკუნის შუა წლების ნახევრადლეგენდარული ფრანკი მწერალი. ერთადერთი მისი ცნობილი ნამუშევარია ე. წ. „ფრედეგარის ქრონიკა“, რომელიც არის ისტორიული ქრონიკა და აღწერს მოვლენებს სამყაროს შექმნიდან ავტორის ცხოვრების პერიოდამდე. ქრონიკის პირველი სამი წიგნი ძველი ავტორების ნაწარმოებების შეჯერებული ვარიანტია (ძირითადად ეყრდნობა გრიგოლ ტურელი), თუმცა შეიცავს მთელ რიგ უნიკალურ ფაქტებს V-VI საუკუნეების ფრანკების ისტორიიდან. ფრედერიკის ქრონიკის ყველაზე მეტად ღირებული ნაწილია მეოთხე წიგნი, რომელშიც მოთხრობილია ფრანკები სახელმწიფოს ისტორია 584-642 წლებში. მოგვიანებით ეს ნაშრომი სხვა ავტორებმა გააგრძელეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება