ფრანციშკუ პორტუგალიელი

ფრანციშკუ პორტუგლიელი (პორტ. Francisco de Portugal; დ. 25 მაისი, 1691 — გ. 21 ივლისი, 1742) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე პედრუ II-ისა და დედოფალ მარია სოფია ნოიბურგელის შუათანა ვაჟი.

ფრანციშკუ პორტუგალიელი
წოდებები
ბეჟას ჰერცოგი
დაიბადა 25 მაისი, 1691
გარდაიცვალა 21 ივლისი, 1742, (51 წლის)
საგვარეულო ბრაგანსები
შვილ(ებ)ი პედრუ
ჟუანი
მამა პედრუ II, პორტუგალიის მეფე
დედა მარია სოფია ნოიბურგელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ფრანციშკუ დაიბადა 1691 წლის 25 მაისს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე პედრუ II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია სოფია ნოიბურგელის მესამე ვაჟი. დაბადებისთანავე მას მიენიჭა ბეჟას ჰერცოგობა, კრატოს მმართველობა და ინფანტადუს ბატონობა. იგეგმებოდა, რომ იგი დაექორწინებინათ მისი ძმის, მეფე ჟუან V-ის ცოლის, დედოფალ მარია ანა ავსტრიელის დაზე, საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ასულ მარია მაგდალენაზე, თუმცა არ გამოვიდა.

1716 წელს, რომის პაპ კლემენტ XI-ის მოწოდებით ფრანციშკუ, ისევე როგორც ბევრი ევროპელი მამაკაცი უნგრეთსა და ტრანსილვანიაში წავიდა თურქებთან საბრძოლველად. მეფე ჟუან V-მ პორტუგალიური არმადა გაუშვა ხმელთაშუა ზღვაში ფრანციშკუს მეთაურობით. ვენეციელებისა და ავსტრიელების დახმარებით ფრანციშკუმ დაამარცხა თურქები და უკან გააბრუნა, რომელთაც მიზნად კვლავ ვენის აღება ჰქონდათ.

ფრანციშკუ გარდაიცვალა 1742 წლის 21 ივლისს, დაუქორწინებელი, თუმცა არა უშვილო. მას სიცოცხლეში რომანი ჰქონდა მონაზონ მარიანა სილვეირასთან, რომელთანაც შეეძინა ორი უკანონო ვაჟი:

  1. პედრუ (?-1741), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ჟუანი (1725-1780), პორტუგალიის სამეფო ფლოტის კაპიტან-გენერალი. ცოლად შეირთო აბრანტესის ჰერცოგინია მარია მარგარიტა დე ლორენა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Nizza da Silva, Maria Beatriz (2009). Reis de Portugal: D. João V (in Portuguese). Lisbon: Temas & Debates.
  • "Infante Francisco of Portugal de Bragança". Archived from the original on 7 April 2014. Retrieved 19 July 2010.