ფრანცისკა ჟუზეფა პორტუგალიელი

ფრანცისკა ჟუზეფა პორტუგალიელი (პორტ. Francisca Josefa de Portugal; დ. 30 იანვარი, 1699 — გ. 15 ივლისი, 1736) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე პედრუ II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია სოფია ნოიბურგელის ნაბოლარა ქალიშვილი. იგი დაიბადა და გარდაიცვალა ლისაბონში. 1720-21 წლებში განიხილებოდა სარდინიის მეფე კარლო ემანუელე III-ის საცოლედ, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა. გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო, დაკრძალულია ბრაგანსების საგვარეულო აკლდამაში.

ფრანცისკა ჟუზეფა პორტუგალიელი
წოდებები
პორტუგალიის ინფანტა
დაიბადა 30 იანვარი, 1699
გარდაიცვალა 15 ივლისი, 1736, (37 წლის)
საგვარეულო ბრაგანსები
მამა პედრუ II, პორტუგალიის მეფე
დედა მარია სოფია ნოიბურგელი
რელიგია კათოლიციზმი

ლიტერატურა რედაქტირება

  • "Francisca Josefa of Portugal de Bragança". Archived from the original on 7 April 2014. Retrieved 19 July 2010.