ფრანჩესკო მარია გრიმალდი

ფრანჩესკო მარია გრიმალდი (იტალ. Francesco Maria Grimaldi; დ. 2 აპრილი, 1618, ბოლონია — გ. 28 დეკემბერი, 1663) — იტალიელი ფიზიკოსი და ასტრონომი.

ფრანჩესკო მარია გრიმალდი
იტალ. Francesco Maria Grimaldi
დაბ. თარიღი 2 აპრილი, 1618(1618-04-02)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ბოლონია[4]
გარდ. თარიღი 28 დეკემბერი, 1663(1663-12-28)[1] [2] (45 წლის)
გარდ. ადგილი ბოლონია[4]
საქმიანობა ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი და კათოლიკე მღვდელი
მუშაობის ადგილი ბოლონიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბოლონიის უნივერსიტეტი[5]
განთქმული მოსწავლეები ჯოვანი დომენიკო კასინი[5]

ბიოგრაფია რედაქტირება

იტალიელი ფიზიკოსი და ასტრონომი ფრანჩესკო მარია გრიმალდი დაიბადა 1618 წლის 2 აპრილს ქალაქ ბოლონიაში. განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო და იქვე, იეზუიტთა კოლეგიუმში, პროფესორის წოდებაც მიიღო. ასწავლიდა ფიზიკას და მათემატიკას. ფ. გრიმალდის მნიშვნელოვანი შრომაა „ფიზიკა-მათემატიკური ტრაქტატი სინათლის, ფეერისა და ცისარტყელას შესახებ“, რომელიც გამოქვეყნდა ავტორის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, ცნობილია სინათლის დიფრაქციის აღმოჩენით.

ფრანჩესკო გრიმალდის შრომები რედაქტირება

გრიმალდის ტრაქტატში ნათლად არის წარმოდგენილი სინათლის ტალღური თეორიის ჩანასახი. მისი აზრით, მსგავსად იმისა, როგორც წყალში ჩაგდებული ქვის გარშემო წარმოიშობა წყლის წრიული ამაღლებანი, სწორედ ასე წარმოიშობა არაგამჭვირვალე სხეულის ჩრდილის გარშემო ნათელი ზოლები, რომლებიც უკანასკნელის ფორმის შესაბამისად ვრცელდება ან გრძივად, ანდა წრიულად. შემდეგ, წყლის წედაპირზე წარმოშობილი ტალღების მსგავსადვე ნათელი ზოლები ჩრდილებით გადაკვეთილი არათანაბრად განაწილებული სინათლეა.

საერთოდ გრიმალდი ცდილობს თავი აარიდოს დამოუკიდებელი ახალი აზრების გარკვეულად გამოთქმას. ჰიპოთეზური ტალღური მოძრაობიდან გამომდინარე, იგი ისე შორს იყო ყველა დამზერილი მოვლენის ახსნისაგან, რომ თავის თეორიებში იძულებული ხდებოდა ხშირად მიემართა შედარებებისა და ანალოგიებისათვის. ფერები გრიმალდის მიაჩნია სინათლის შემადგენელ ნაწილებად; იგი განმარტავს, რომ ფერები შეიძლება არსებობდეს მხოლოდ სინათლეში და რომ სხეულთა ფერები დამოკიდებულია სხეულთა უნარზე- განსაკუთრებული სახეცვლილებით აირეკლოს დაცემული სინათლის სხივები. გრიმალდის შენიშვნა, რომ პრიზმაში გავლის შემდეგ სინათლე გაიბნევა და, მაშასადამე, სინათლის სხივები სხვადასხვა კუთხით გადატყდება.

გრიმალდიმ ახალი მსოფლმხედველობისა და თეორიული საუფძვლების ჩამოყალიბება ვერ შეძლო, მაგრამ უდავოა, რომ მან პირველმა შეამჩნია და გაიგო დიფრაქციის მოვლენა, რომელსაც ცდებით აწავლობდა. იგი არ დაემორჩილა სქოლასტიკური ფილოსოფიის დოგმებს. 1640-1650 წლებში გრიმალდი თავის მასწავლებელთან ერთად ატარებდა ცდებს გარკვეული სიმაღლიდან (კოშკის თავიდან) ვარდნილი ცარცის ბირთვზე. დაკვირვების შედეგები გამოქვეყნდა რიჩიოლის თხზულებაში „ახალი ალმაგესტი“, რომელშიც დიდი სიზუსტითაა გადმოცმული ასტრონომიის განვითარების ისტორია XVII საუკუნის ნახევრამდე. 1645 წელს გრიმალდიმ გამოიყენა ტრიანგულაციის მეთოდი მანძილების განსაზღვრისათვის და კვლავ რიჩიოლისთან ერთად ჩაატარა გრადუსული გაზომვები.

გრიმალდისა და რიჩიოლის სახელებთანაა დაკავშირებული მთვარის ხილული ნაწილის ობიექტთა ყველა სახელი (გარდა ალპების, აპენინებისა და კავკასიონისა.) ,რაც მათვე გადაიტანეს 1651 წელს შედგენილ რუკაზე. რგოლისებრ მთებს მიკუთვნებული აქვს ცნობილი ასტრონომებისა და მათემატიკოსების სახელები, ხოლო უფრო ბნელ დაბლობებს, რომლებიც ზღვის მსგავსად გამოიყურება, გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური მნიშვნელობის სახელწოდებანი; მაგალითად, დღემდე შემორჩა კაშკაშა შესამჩნევ რგოლისებრ მთებს მთვარეზე ტიხოს, კოპერნიკის, არისტრაქეს და სხვათა, ხოლო დიდ დაბლობებს - ქარიშხლების, ოკეანის, ღრუბლების ზღვის, ცისარტყელას უბისა და სხვათა სახელები.

ამერიკელმა კოსმონავტებმა მთვარეზე დაჯდომის შემდეგ ალბათ ისარგებლეს იმ რუკებითაც, რომელზედაც გრიმალდმა 300 წლის წინათ სახელწოდებანი აღნიშნა. ფრანჩესკო გრიმალდი გარდაიცვალა 1663 წლის 28 დეკემბერს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება