ფრანსუა ტრიუფო (ფრანგ. François Roland Truffaut; დ. 6 თებერვალი, 1932, პარიზი — გ. 21 ოქტომბერი, 1984) — ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, კინოკრიტიკოსი და მსახიობი. ფრანგული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წარმომადგენელი.

ფრანსუა ტრიუფო
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1932
პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 21 ოქტომბერი, 1984
ნე სიურ-სენი, საფრანგეთი
საქმიანობა კინორეჟისორი, კინოკრიტიკოსი
აქტიური 1955-1983
მეუღლე(ები) მადელინ მორგენშტერნი (1957–1965)
BAFTA

საუკეთესო რეჟისორი

1973 — ამერიკული ღამე
სხვა ჯილდოები

კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი

1959 — ოთხასი დარტყმა

ბიოგრაფია რედაქტირება

ტრიუფომ, ისევე როგორც ფრანგული ახალი ტალღის სხვა წარმომადგენელმა, ჟან-ლუკ გოდარმა, მოღვაწეობა დაიწყო როგორც კინოკრიტიკოსმა. მისი პირველი აღიარებული ფილმი იყო „ოთხასი დარტყმა“, რომელმაც ტრიუფოს მოუტანა კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორისთვის. ფილმი ტრიუფოსთვის სანახევროდ ავტობიოგრაფიული იყო და ეხებოდა ბავშვს, რომელსაც კონფლიქტი აქვს მშობლებთან და საბოლოოდ სახლიდან გარბის. ფილმის გმირის ანტუან დუანელის ისტორია ტრიუფოს სხვა ფილმებშიც გაგრძელდა. ესენი იყო „ანტუანი და კოლეტი“, „მოპარული კოცნები“, „სუფრა და საწოლი“ და „გაქცეული სიყვარული“. ყველა მათგანში ანტუანის როლს ასრულებდა ჟან პიერ ლეო. განსხვავებით პირველი ფილმისგან, დუანელის სერიის სხვა ფილმები კომედიები იყო. ტრიუფო მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა მოზარდების პრობლემებს და გადაიღო „ჯიბის ფული“.

ტრიუფო ხშირად თავად მონაწილეობდა საკუთარ ფილმებში. ასეთები იყო „ველური ბავშვი“, „მწვანე ოთახი“ და „ამერიკული ღამე“, რომელმაც მოიპოვა ოსკარი ნომინაციაში საუკეთესო უცხოური ფილმი და BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის.

როგორც მსახიობს მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე საკუთარ ფილმში, მათ შორის მთავარი როლების შემსრულებლად. ტრიუფომ სხვა რეჟისორის მხოლოდ ორ ფილმში ითამაშა. 1956 წელს ჟაკ რივეტის ფილმში შეასრულა ეპიზოდური როლი და 1977 წელს სტივენ სპილბერგის ფილმში „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები“ შეასრულა ფრანგი პროფესორის კლოდ ლაკომბის როლი.

ფილმოგრაფია რედაქტირება

სარეჟისორო სრულმეტრაჟიანი ფილმები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: