ფრანსუა ოლანდი (ფრანგ. François Gérard Georges Nicolas Hollande; 12 აგვისტო 1954, რუანი) — ფრანგი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საფრანგეთის პრეზიდენტი 2012-2017 წლებში. სოციალისტური პარტიის პირველი მდივანი 1997-2008 წლებში. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი (1988—1993 და 1997 წლიდან), ქალაქ ტიულის მერი (2001 - 2008 წლებში). კორეზის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს პრეზიდენტი 2008 წლიდან.

ფრანსუა ოლანდი
François Hollande
ფრანსუა ოლანდი François Hollande
საფრანგეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 მაისი, 2012 – 14 მაისი, 2017
წინამორბედინიკოლა სარკოზი
მემკვიდრეემანუელ მაკრონი

დაბადებული12 აგვისტო, 1954
რუანი, საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიასაფრანგეთის სოციალისტური პარტია
მეუღლესეგოლენ რუაიალი (1973–2007)
ვალერი ტრიერვეილერი (2007-დღემდე)
შვილებითომასი
კლემენსი
ჟულიენი
ფლორა
რელიგიაკათოლიკე
ხელმოწერა

საფრანგეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოლანდმა ხმების 28,6 % მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კი — 27,1 %[1][2]. 6 მაისს გამართულ მეორე ტურში კი დაამარცხა საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი[3][4].

ადრეული ცხოვრება და წარსული რედაქტირება

ოლანდი ზემო ნორმანდიის რეგიონის ქალაქ რუანში დაიბადა, საშუალო კლასის ოჯახში. დედა, ნიკოლ ფრედერიკ მარგერიტ ტრიბერი (1927–2009) სოციალური მუშაკი იყო, მამამისი — ჯორჯ გუსტავ ოლანდი კი, ოტორინოლარინგოლოგი. მიჩნეულია, რომ გვარი „ოლანდი“ (Hollande) კალვინისტი წინაპრებისგან მომდინარეობს, რომლებიც XVI საუკუნეში ჰოლანდიიდან (ნიდერლანდები) გამოიქცნენ და გვარად თავიანთ ძველი სამშობლოს სახელი დაიტოვეს.[5] ოლანდი კათოლიკედ მოინათლა.[5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება