ფორსაჟი 6 (ინგლ. Fast & Furious 6) — 2013 წლის ამერიკული მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი, რომლის რეჟისორია ჯასტინ ლინი და სცენარის ავტორი კრის მორგანი. ფილმი არის ფორსაჟი 5- ის (2011) გაგრძელება და ფორსაჟის ფრანჩაიზის მეექვსე ნაწილი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ვინ დიზელი, პოლ უოკერი, დუეინ ჯონსონი, მიშელ როდრიგესი, ჯორდანა ბრიუსტერი, ტაირესი გიბსონი, კრის „ლუდაკრისი" ბრიჯსი, სუნგ კანგი, გალ გადოტი, ლუკ ევანზი, ჯინა კარანო და ჯონ ორტიზი . ფორსაჟი 6-ის სიუჟეტი მიჰყვება პროფესიონალ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელსაც მეთაურობს დომინიკ ტორეტო (დიზელი).

„ფორსაჟი 6“
ინგლ. Fast & Furious 6
ჟანრი მძაფრ-სიუჟეტიანი
რეჟისორი ჯასტინ ლინი
პროდიუსერი

ნილ მორიცი ვინ დიზელი

კლაიტონ ტოუნსენდი
როლებში
კომპოზიტორი ლუკას ვიდალი
მწარმოებელი კომპანია

Original Film One Race Films

Dentsu
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი 24 მაისი, 2013 წელი (აშშ)
ხანგრძლივობა 130 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 160 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 788.7 მილიონი აშშ დოლარი

ფორსაჟი 5-ში ქუჩის რბოლიდან თემის შეცვლამ დეველოპერებს დიდი კომერციული და კრიტიკული წარმატება მოუტანა. ფორსაჟი 6 მოიცავს ჯაშუშურ და სათავგადასავლო ფილმის ელემენტებსაც, აუდიტორიის რაოდენობის მეტად გაზრდის იმედით. ფილმის წინასწარი წარმოება დაიწყო 2011 წლის აპრილში, ხოლო ძირითადი გადაღებები დაიწყო ლონდონში 2012 წლის ივლისში და მოიცავდა რამდენიმე საერთაშორისო გადაღების ადგილს, მათ შორისაა კანარის კუნძულები, გლაზგო და ლოს ანჯელესი.

ფორსაჟი 6-ის პრემიერა შედგა იმპერიაში, ლესტერის მოედანზე 2013 წლის 17 მაისს, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით გამოვიდა 2013 წლის 24 მაისს. ფილმმა მიიღო ზოგადად პოზიტიური შეფასება Metacritic–ზე და Rotten Tomatoes–ზე. ფილმმა მთელს მსოფლიოში გამოიმუშავა 788.7 მილიონი აშშ დოლარი და გახდა 2013 წლის მეექვსე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი. ფილმის გაგრძელება ფორსაჟი 7 გამოვიდა 2015 წლის აპრილში.

სქოლიო რედაქტირება

  • ვინ დიზელი დომინიკ ტორეტოს როლში: პროფესიონალი კრიმინალი და ქუჩის მრბოლელი. მან სამუშაოს თავი დაანება 100 მილიონი დოლარის წარმატებულად მოპარვის შემდეგ.
  • პოლ უოკერი, ბრაიან ო’კონერის როლში, ყოფილი FBI აგენტი, რომელიც გახდა კრიმინალი და პროფესიონალი ქუჩის მრბოლელი. მანაც დაანება საქმიანობას თავი და დასახლდა თავის შეყვარებულთან, მიასთან და მათ შვილთან ჯეკთან.
  • დუეინ ჯონსონი, როგორც ლუკ ჰობსი, ერთგული აგენტი, რომელიც მუშაობს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურში (DSS), ის დომის მოკავშირეა რიო დე ჟანეიროში შეხვედრის შემდეგ.
  • მიშელ როდრიგესი ლეტი ორტიზის როლში, დომის ცოლი, რომელიც ამნეზიითაა დაავადებული და რომელზეც ეგონათ რომ გარდაიცვალა ფორსაჟი 4-ში (2009) ბრაიანის ინფორმატორის საიდუმლო დავალების შემდეგ. იგი იპოვა შოუმ და ამნეზიით დაავადდა.
  • ჯორდანა ბრიუსტერი, როგორც მია ტორეტო, დომის და, მისი გუნდის ყოფილი წევრი, ბრაიანის მეგობარი გოგონა და მისი შვილის დედა.
  • ტირეზ გიბსონი, როგორც რომან პირსი, ყოფილი კრიმინალი ბარსტოვიდან და ბრაიანის ბავშვობის მეგობარი, ასევე დომის გუნდის წევრი.
  • კრის „ლუდაკრის" ბრიჯისი, როგორც ტეჯ პარკერი, ყოფილი ქუჩის მრბოლელი და მექანიკოსი, ასევე ბრაიანის და რომანის მეგობარი, რომელიც მან მაიამიში გაიცნო. დომის გუნდის წევრი.
  • სუნგ კანგი, როგორც ჰან სეულ-ოჰი, ჰან ლუეს ფსევდონიმით, პროფესიონალი ქუჩის მრბოლელი და დომინიკისს ყოფილი ბიზნეს პარტნიორი დომინიკელთა რესპუბლიკაში, ასევე მისი გუნდის წევრი. მას აქვს ურთიერთობა ჟიზელთან.
  • გალ გადოტი, როგორც ჟიზელ იაშარი, მოსადის ყოფილი აგენტი, რომელიც მანამდე მუშაობდა ბრაგას მოკავშირედ. მას შემდეგ იგი გახდა დომის გუნდის ერთ-ერთი წევრი. ის ურთიერთობაშია ჰანთან.
  • ლუკ ევანზი, როგორც ოუენ შოუ, SAS- ის ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცი.
  • ჯინა კარანო, როგორც რაილი ჰიქსი, DSS აგენტი, რომელიც ჰობსის პარტნიორია შოუს ჩამოგდების მცდელობებში.
  • ელზა პატაკი, როგორც ელენა ნევესი, რიოს ყოფილი პოლიციელი, რომელიც დომთან ურთიერთობაშია.

წარმოება რედაქტირება

განვითარება რედაქტირება

2010 წლის თებერვალში დიზელმა დაადასტურა, რომ ფორსაჟი 5– ის წარმოება იწყება და ასევე გამოაცხადა, რომ მეექვსე ნაწილიც შეიქმნებოდა.[1]

2011 წლის აპრილში დადასტურდა, რომ კრის მორგანმა უკვე დაიწყო მუშაობა Universal Studios დავალებით მეექვსე ფილმის სცენარზე.[2] ასევე დაადასტურა, რომ კომპანია მიზნად ისახავდა ფილმების სერია ქუჩის რბოლებიდან ძარცვად გადაკეთებულიყო.

2011 წლის 24 ივნისს Universal Pictures– მა გამოაცხადა, რომ ფილმის გაგრძელების პრემიერა შედგებოდა 2013 წლის 24 მაისს.[3] მორიცი და დიზელი პროდიუსერების ადგილებზე დაბრუნდნენ, ხოლო ლინი კიდევ ერთხელ გახდა რეჟისორი.[3] 21 ოქტომბერს, 2011 წელს, Los Angeles Times-ის ინფორმაციით ფილმის მწარმოებელი კომპანია ორი ნაწილის გადაღებას აპირებდა, რომლებშიც ერთი და იგივე ამბის გაგრძელაბა იქნებოდა მოთხრიბილი. ორივე მათგანი მორგანის დაწრილი იქნებოდა და პროდიუსერი ლინი იქნებოდა.[4] 2011 წლის 20 დეკემბერს დიზელმა თქვა, რომ ფორსაჟი 6 გაიყოფოდა ორ ნაწილად და მათი სცენარიც ერთად დაიწერებოდა.[5]

მთავარი გადაღებები რედაქტირება

ფილმის გადაღებები დაიწყო 2012 წლის 30 ივლისს, ინგლისში, ლონდონში [6][7] და Shepperton Studios-ში, სარის საგრაფოში.[8] ფორსაჟი 6 გახდა მხოლოდ მესამე ფილმი, რომლის ნაწილის პიკადილის ცირკში არის გადაღებული (დიზელისა და როდრიგესის ჩხუბის სცენა).მწარმოებლებს ყოველ საათში მხოლოდ ორ წუთში აძლევდნენ, რომ გადასაღები მოედანი გადაეკეტათ და სცენები გადაეღოთ.[9] სცენების ნაწილი გადაიღეს გლაზგოში, შოტლანდია, 2012 წლის 29 აგვისტოდან 2012 წლის 16 სექტემბრამდე. გადაღებები მთლიანად ღამით მიმდინარეობდა და მასში დაახლოებით 250 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან არცერთი არ იყო მთავარი მსახიობი.

გადაღებები ასევე მიმდინარეობდა ესპანეთის კანარის კუნძულებზე, კუნძულ ტენერიფეზე და გრან კანარიაზე. გადაღებები დაგეგმილი იყო მარსელში, საფრანგეთი, მაგრამ ეს სცენები კუნძულებზე გადაიტანეს, გადასახადების შემცირების მიზნით. ამის საშუალებით ფილმის გადაღების ხარჯები 20 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა.[10]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Schrader, Chris (April 25, 2011). "'Fast and the Furious 6′ Already in Development". Screen Rant. from the original on July 5, 2011. Retrieved January 13, 2011
  2. "'Fast Five' Will Transition Franchise From Street Racing To Future Full Of Heist Action". Deadline Hollywood. PMC. April 25, 2011. from the original on July 5, 2011. Retrieved March 7, 2011.
  3. 3.0 3.1 Finke, Nikki (June 24, 2011). "Universal Schedules 'Fast & Furious 6'". Deadline Hollywood. PMC. from the original on July 5, 2011. Retrieved June 25, 2011.
  4. Horn, John; Fritz, Ben (October 21, 2011). "'Fast and Furious' 6 and 7 may speed into production together". Los Angeles Times. from the original on October 21, 2011. Retrieved October 21, 2011.
  5. Kit, Borys (December 20, 2011). "Vin Diesel Confirms Seventh 'Fast and Furious' Movie in the Works". Archived from the original on December 21, 2011. Retrieved December 21, 2011.
  6. Anderton, Ethan (August 21, 2012). "First Official Photo from the Set of 'Fast Six' with Diesel and Walker". First Showing. from the original on August 23, 2012. Retrieved August 23, 2012.
  7. Kemp, Stuart (August 8, 2012). "Why A-List Hollywood Went to London – and Skipped the Olympics". The Hollywood Reporter. from the original on August 23, 2012. Retrieved August 23, 2012.
  8. Savage, Wayne (July 31, 2012). "'Fast & Furious 6' begins shooting in Surrey". NME. Archived from the original on August 3, 2012. Retrieved August 23, 2012.
  9. Miles, Tina (May 8, 2013). "Fast and Furious 6 premiere in London boost Liverpool's film city reputation". Liverpool Echo. Archived from the original on May 8, 2013. Retrieved May 8, 2013.
  10. Abrams, Rachel (August 7, 2012). "Pain in Spain may hit Hollywood". Variety. Archived from the original on August 23, 2012. Retrieved August 23, 2012.