ფორეჯი, ჯარღალა (ლათ. Acipenser nudiventris) — გამსვლელი თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეული სიგრძე 2 -მდეა, მასა — 30 კგ-მდე. გავრცელებულია კასპიის, აზოვის, არალისა და შავი ზღვის აუზში. შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში გვხვდება მცირე რაოდენობით. აკლიმატიზებულია ბალხაშის ტბაში. ქვირითს ყრის მდინარეში. ძვირფასი სარეწაო თევზია — ამზადებენ დოშს, ზურგიელს, შავ ხიზილალას. იკვებება თევზებით, მოლუსკებით. მამალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6–9 წლისა, დედალი — 12–14 წლისა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. ცოცხლობს 30 წელს და მეტს.

ფორეჯი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანნი
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  ზუთხი
სახეობა:  ფორეჯი
ლათინური სახელი
Acipenser nudiventris (Lovetsky, 1828)
სინონიმები[1][2]
სია
    • Acipenser schypus (Güldenstädt 1772 ex Bonnaterre 1788)
    • Acipenser turritus (Fitzinger & Heckel 1836)
    • Acipenser glaber (Fitzinger 1836)
    • Lioniscus glaber (Fitzinger 1836)
    • Acipenser nudiventris derjavini (Borzenko 1950)
    • Acipenser shipus (Lovetzky 1834 non Güldenstädt 1772)
    • Euacipenser nudiventris (Lovetsky 1828)
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 225

შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მინიჭებული აქვს EN კატეგორია.[3]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Froese, R.; Pauly, D.. Acipenseridae. FishBase (2017). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017.
  2. Acipenseridae. Deeplyfish- fishes of the world. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-18. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017.
  3. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021