ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია

ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია (ინგლ. International Federation of the Phonographic Industry, (IFPI)) — ფედერაცია შეიქმნა 1933 წელს.

ორგანიზაციული სტრუქტურა რედაქტირება

ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ციურიხში, ხოლო მისი სამდივნო ლონდონში.

ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის (IFPI) მმართველი ორგანოებია გენერალური ასამბლეა, საბჭო და სამმართველო.

2010 წლის 24 ივნისიდან აღმასრულებელი დირექტორი და სამმართველოს თავჯდომარეა — Frances Moore.

ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის (IFPI) შემადგენლობაში შედის სამი რეგიონალური ორგანიზაცია:

  • FLAPF (ესპ. Federación Latinoamericana de Productores de Fonogramas y Videogramas — ფონოგრამებისა და ვიდეოგრამების მწარმოებელი ლათინოამერიკული ფედერაცია),
  • RIAA (ინგლ. Recording Industry Association of America — ამერიკის ვიდეო და ხმისჩამწერი წარმოების ასოციაცია) და
  • ARIA (ინგლ. Australian Recording Industry Association — ავსტრალიის ვიდეო და ხმისჩამწერი წარმოების ასოციაცია).

მოთხოვნა მონაწილეებისადმი რედაქტირება

ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის (IFPI) წესდების თანახმად, მის შემადგენლობაში მოხვედრის შესახებ განაცხადის გაგზავნა შეუძლია ფონოგრამების დამამზადებელ ნებისმიერ საზოგადოებას და საწარმოს (რომელთა ეგზემპლარები წარედგინება ფართე პუბლიკის განკარგულების ქვეშ მყოფი გონივრული რაოდენობით), ან რომელიც მხარს უჭერს მათ, ვინც ამზადებს ფონოგრამებსა და ვიდეოგრამებს და ახორციელებს მათ გაყიდვას ფართე საზოგადოებაში, ამყარებს მათთან კავშირს და საბჭოს თვალსაზრისით იმსახურებს მის მიღებას ფედერაციის წევრად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება