ფონოგრამა (ენათმეცნიერება)

ფონოგრამა — წერილობითი ნიშანი, რომელიც, მორფოგრამის, იდეოგრამისა და ლოგოგრამისგან განსხვავებით, ბგერის ტრანსკრიფციას წარმოადგენს.

მაგალითად, ასო "a" ფონოგრამაა, რადგან იგი აღნიშნავს ბგერა [a]-ს,ი ხოლო ასო "x" ყოველთვის არ არის ფონოგრამა: სიტყვაში "les animaux", იგი აღნიშნავს არა ბგერას, არამედ მრავლობითის მორფემას.

ლიეზონებს შეუძლიათ მორფოგრამების ნაწილობრივი ფონოგრამიზება მოახდინონ: გამონათქვამებში "les animaux" და "les hommes" "x" ისმის როგორც ბგერა [z].

იდეოგრამები თავის ფორმაში ნაწილობრივ ატარებენ აღსანიშნი სიტყვის აზრს. ფონოგრამას კი ამგვარი დამოკიდებულება არ აქვს აზრთან: იგი ბგერის ჩასაწერად გამოიყენება მიუხედავად იმისა თუ რა აზრის გადმოცემისთვის იქნება საჭირო მოცემული ბგერა.