ფოთლურა (ლათ. folliculus) — ბოტანიკაში, მშრალი, ერთბუდიანი, მრავალთესლიანი, ერთი ნაყოფის ფოთლისაგან შექმნილი ნაყოფი, რომელიც მუცლის ნაკერით იხსნება. ფოთლურა დამახასიათებელია ბაიასებრთა ოჯახის მრავალი წარმომადგენლისათვის (იორდასალამი, წყალიკრეფია, დეზურა, ტილჭირი და სხვა), მაგნოლიასებრთა ოჯახისათვის და სხვა. მარტივი ფოთლურა დაკეცილ ფოთოლს წააგავს. რამდენიმე ფოთლურა მეტწილად რთულ ნაყოფს ქმნის.

ლიტერატურა რედაქტირება