ფლუმინენსე (საფეხბურთო კლუბი)

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი

ფლუმინენსე (პორტ. Fluminense Football Club) — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ რიო-დე-ჟანეიროდან. ჩამოყალიბდა 1902 წლის 21 ივლისს. ასპარეზობს კარიოკას ჩემპიონატსა და ბრაზილიის სერია A-ში.[2][3] ტრადიციულად ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბად. არის ბრაზილიის ყველაზე ტიტულოვან და პოპულარულ კლუბთა ორგანიზაციის — „ცამეტთა კლუბის“ (პორტ. Clube dos Treze, Clube dos 13) თანადამფუძნებელი. „ფლამენგოს“, „ბოტაფოგოსა“ და „ვასკო და გამასთან“ ერთად შედის რიო-დე-ჟანეიროს შტატის საფეხბურთო გრანდების ოთხეულში. Ibope-ს და Datafolha-ს კვლევითი ინსტიტუტების მიერ 2004 და 2006 წლებში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით რიო-დე-ჟანეიროს შტატის ფეხბურთის მოყვარულთა შორის „ფლუმინენსეს“ ქომაგთა რიცხვი იმ დროისთვის ორი მილიონ ორასი ათას გულშემატკივარს ითვლიდა, ხოლო მთელი ბრაზილიის მასშტაბით და აგრეთვე, სხვა ქვეყნებში მაცხოვრებელ კლუბის ქომაგთა ჩათვლით მათი რაოდენობა 9 მილიონს აღწევდა.[4]

ფლუმინენსე
სრული სახელი Fluminense Football Club
მეტსახელი სამფეროვნები
(პორტ. Tricolor Carioca)
დაარსდა 21 ივლისი, 1902; 121 წლის წინ (1902-07-21)
სტადიონი მარაკანა
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
(ტევადობა: 78 838)
პრეზიდენტი ბრაზილიის დროშა მარიო ბიტენკური
მწვრთნელი ბრაზილიის დროშა ოდაირ ელმანი[1]
ლიგა ბრაზილიის სერია A
კარიოკას ჩემპიონატი
2019
2019
ბრაზილიის სერია A, მე-14
კარიოკას ჩემპიონატი, მე-4
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა
„მარაკანა“ (პორტ. Estádio do Maracanã) — „ფლუმინენსეს“ საშინაო არენა, 2009.
„ფლუმინენსეს“ მიერ მოპოვებული თასები.

მიღწევები რედაქტირება

ბრაზილიის სერია A
  • ჩემპიონი (4): 1970, 1984, 2010, 2012
  • ბრინჯაოს პრიზიორი (4): 1975, 1988, 2001, 2011
ბრაზილიის თასი
  • თასის მფლობელი (1): 2007
  • ფინალისტი (2): 1992, 2005
ბრაზილიის სერია C
  • ჩემპიონი (1): 1999
  რიოს თასი
  • თასის მფლობელი (1): 1952
  კარიოკას ჩემპიონატი
  • ჩემპიონი (31): 1906, 1907, 1908, 1909, 1911, 1917, 1918, 1919, 1924, 1936, 1937, 1938, 1940, 1941, 1946, 1951, 1959, 1964, 1969, 1971, 1973, 1975, 1976, 1980, 1983, 1984, 1985, 1995, 2002, 2005, 2012
რიო–სან-პაულუს ტურნირი
  • ჩემპიონი (2): 1957, 1960
ლიბერტადორესის თასი
  • ფინალისტი (1): 2008
სამხრეთ ამერიკის თასი
  • ფინალისტი (1): 2009

ცნობილი ფეხბურთელები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Odair Hellmann é o novo técnico do Fluminense. Site oficial do Fluminense Football Club (11 დეკემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  2. Data, symbols and records of Fluminense in major competitions · Alexandre Magno Barreto Berwanger (27 ოქტომბერი, 2013). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 31 იანვარი, 2019.
  3. Fluminense fiesta · For some football fans in Brazil there's been more than a fifth world title to celebrate as Fluminense, Rio De Janeiro's oldest club, are 100 years old. (22 აგვისტო, 2002). BBC Sport. წაკითხვის თარიღი: 31 იანვარი, 2019.
  4. Time de preferência dos brasileiros. No Rio de Janeiro, o Flamengo obtém 43%, ficando bem à frente de Vasco (16%), Fluminense (10%) e Botafogo (7%). წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  5. Ademir — Ademir Marques de Menezes · Club-statistics · Country-statitistics · Games · Benjamin Strack-Zimmerman. National Football Teams. წაკითხვის თარიღი: 31 იანვარი, 2019.
  6. Altair — Altair Gomes de Figueiredo · Club-statistics · Country-statitistics · Games · Benjamin Strack-Zimmerman. National Football Teams. წაკითხვის თარიღი: 31 იანვარი, 2019.
  7. Gérson — Gerson de Oliveira Nunes · Club-statistics · Country-statitistics · Games · Benjamin Strack-Zimmerman. National Football Teams. წაკითხვის თარიღი: 31 იანვარი, 2019.
  8. Faustino Branco — Cláudio Ibrahim Vaz Leal · Club-statistics · Country-statitistics · Games · Benjamin Strack-Zimmerman. National Football Teams. წაკითხვის თარიღი: 31 იანვარი, 2019.
  9. Faustino Asprilla — Faustino Hernán Asprilla Hinestroza · Club-statistics · Country-statitistics · Games · Benjamin Strack-Zimmerman. National Football Teams. წაკითხვის თარიღი: 31 იანვარი, 2019.