ფლევოლანდი (ნიდერლ. Flevoland) — პროვინცია ნიდერლანდებში, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ზიუდერზეეს ყოფილი უბის ადგილას. შეიქმნა 1986 წლის 1 იანვარს და ქვეყნის მე-12 პროვინცია გახდა. დედაქალაქია ლელისტადი. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 394 758 ადამიანია, ფართობი 1 419 კმ². პროვინცია 6 მუნიციპალიტეტისგან შედგება.

პროვინცია
ფლევოლანდი
Flevoland

დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ადმ. ცენტრი Lelystad
შიდა დაყოფა ალმერე, Dronten, Lelystad, Noordoostpolder, Urk და Zeewolde
კოორდინატები 52°30′00″ ჩ. გ. 5°42′00″ ა. გ. / 52.50000° ჩ. გ. 5.70000° ა. გ. / 52.50000; 5.70000
მმართველი Leen Verbeek
დაარსდა 1 იანვარი, 1986
ფართობი 1 419 კმ²
მოსახლეობა 394 758 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 280 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი flevoland.nl

ისტორია რედაქტირება

XIII-XX საუკუნეებში პროვინციის ამჟამინდელ ტერიტორიაზე ჩრდილოეთის ზღვის ზიუდერზეეს უბე მდებარეობდა, რომელიც დაახლოებით 5000 კმ² ტერიტორიას იკავებდა. 1916 წელს მსხვილმასშტაბიანი დატბორვა მოხდა, რის შემდეგაც უბის დაშრობის გადაწყვტილება მიიღეს. 1927-1933 წლებში აშენებულმა დამბამ ყურე ჩრდილოეთის ზღვისგან გამოყო და შედეგად, თავთხელი ტბა წარმოიქმნა. მეორე დამბის აშენების შემდეგ, ტბა ორად გაიყო. 1975 წელს, ერთ-ერთი მათგანი ამოაშრეს და უკვე 1986 წლის 1 იანვარს, მის ადგილას ფლევოლანდის პროვინცია შექმნეს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება