ფლაგმანი (ნიდერ. vlagman: vlag — ალამი და man — კაცი) — ფლოტის ან ხომალდების შენაერთის სარდალი, რომელსაც მინიჭებული აქვს თანამდებობრივი დროშა (სამხედრო-საზღვაო დროშა). ერთობლივი ცურვის დროს შეიძლება იყოს უფროსი ფლაგმანი — მსხვილი შენაერთების მეთაური და უმცროსი ფლაგმანი — დაქვემდებარებული შენაერთის მეთაური.

სსრკ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის პერსონალური სამხედრო წოდება 1935-40 წლებში. 1940 წელს შეცვალა საადმირალო წოდებებმა.

ლიტერატურა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება