ფიშერის მყინვარი (გერმ. Fieschergletscher) — ხეობის მყინვარი ბერნის ალპების სამხრეთ ნაწილში, შვეიცარიის ვალეს კანტონის ტერიტორიაზე. მისი სიგრძე 16 კილომეტრია და ამ მხრივ მეორე უგრძესი მყინვარია ალპებში. მოიცავს 33 კმ²-ს.

ფიშერის მყინვარი
გერმ. Fieschergletscher
მყინვარის ზედა ნაწილი
მყინვარის ზედა ნაწილი
კოორდინატები: 46°29′52″ ჩ. გ. 8°08′48″ ა. გ. / 46.49778° ჩ. გ. 8.14667° ა. გ. / 46.49778; 8.14667
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ქედი ბერნის ალპები
ფართობი 33 კმ²
სიგრძე 16 კმ
ტიპი ხეობური
ფიშერის მყინვარი — შვეიცარია
ფიშერის მყინვარი

მყინვარის საწყისი წერტილი ზღვის დონიდან 4 000 მეტრზე მდებარეობს, მწვერვალ ფიშერჰორნის აღმოსავლეთ კალთაზე. დასავლეთით ერწყმის გრიუნჰორნისა და გროს-ვანენჰორნის მთები, აღმოსავლეთით კი ფინსტერაარჰორნი.

ქვემო სექციაში, მყინვარი სამხრეთით მიემართება, გროს-ვანენჰორნისა და ფინსტერაარჰორნის ღრმა ხეობაში. ზაფხულში, როდესაც თოვლის ფენა დნება, მას ნაცრისფერი დაჰკრავს და დაფარულია გარსშემორტყმული ციცაბო მთებიდან ჩამოშლილი კლდეებით. მყინვარის ენის დასასრული ზღვის დონიდან 1 700 მეტრზე მდებარეობს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება