ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნი

ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნი (ლათ. Scarabaeidae) — ხოჭოების მრავალრიცხოვანი ოჯახი, რომლებიც თავისი აგებულებისა და ცხოვრების ნირის მიხედვით გაერთიანებული არიან 2 დიდ ჯგუფში: ფუნდურები და ღრაჭები. მათი სხეულის სიგრძე 2—150 მმ აღწევს. მამლებს ხშირად თავსა და წინა ზურგზე რქები და კორძები აქვთ. ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნთა ოჯახში 15 ათასამდე სახეობაა. ხოჭო იკვებება (ზოგი არ იკვებება საერთოდ) მცენარეთა მიწისზედა ნაწილებითა და წვნით, ნაკელით, იშვიათად — ლეშით; მატლი — მცენარეთა ფესვებით, მცენარეული ნარჩენებით, ნაკელით და სხვა. ზოგ სახეობას (მაგ., ბაღის ღრაჭა, მაისის ღრაჭა) დიდი ზიანი მოაქვს სოფლის მეურნეობის და ტყისათვის. ამავე დროს დიდ როლს თამაშობენ ბუნებაში ნივთიერებათა წრებრუნვის პროცესში და წარმოადგენენ ბუნებრივ სანიტრებს.

ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
ოჯახი:  ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნი
ლათინური სახელი
Scarabaeidae

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება