ფიორდლანდის ეროვნული პარკი

ფიორდლანდის ეროვნული პარკიეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. 12 500 კმ² ფართობით წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე დიდ ეროვნულ პარკსა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის — ტე-ვაჰიპაუნამუს ნაწილს. მართავს ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი.

ფიორდლანდის ეროვნული პარკი

Fiordland National Park

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა საუთლანდის რეგიონი
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
კოორდინატები 45°25′ ს. გ. 167°43′ ა. გ. / 45.417° ს. გ. 167.717° ა. გ. / -45.417; 167.717
ფართობი 12 500 კმ²
დაარსდა 1952
მმართველი ორგანო ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი

გეოგრაფია რედაქტირება

გამყინვარების პერიოდში, მყინვარებმა ბევრი ღრმა ფიორდი წარმოქმნა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია მილფორდ-საუნდი. სხვა დანარჩენს შორის აღსანიშნავია დაუტფულ-საუნდი და დასკი-საუნდი. პარკის ტერიტორიაზე აღმართულია მწვერვალი ასპაირინგი.

სანაპირო ზოლი ციცაბოა და გამოირჩევა ფიორდებით, რომლებიც სამხრეთ ალპების სამხრეთი კალთების ხეობებიდან იწყება. ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე ზოგიერთი მწვერვალის სიმაღლე 2 000 მეტრს აღწევს.

ველური ბუნება რედაქტირება

პარკში გავრცელებული ველური ბუნების წარმომადგენლებს შორის არიან დელფინები, სელაპები და ფრინველები. ასევე თაგვების, ღამურების, კურდღლებისა და ირმების სახეობები. ფრინველებს შორის გამოირჩევა კაკაპო — ერთადერთი უფრთო თუთიყუში მსოფლიოში. ასევე ახალი ზელანდიის მკვიდრი კივი. წარმოდგენილია ნოტოფაგუსის ხეების უღრანი ტყეები.

საქმიანობები რედაქტირება

პარკი პოპულარულია ალპინიზმის სახეობებისა და განსაკუთრებით მოხეტიალეებს შორის. იგი მათ საკმაოდ ბევრ გამოწვევას სთავაზობს. გაყვანილია რამდენიმე ტრასა, თუმცა უდიდესი ნაწილი გზების გარეშე ხეტიალობს.

ტურისტების დიდ ნაწილს ასევე იზიდავს მილფორდ-საუნდი.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება