ფინეთის გერბიფინეთის ეროვნული სიმბოლო. გერბის წითელ ფონზე გამოსახულია ყალყზე შემდგარი გვირგვინიანი ლომი, რომელსაც მარჯვენა, წინა დაჯავშნილ თათში მახვილი უჭირავს, ხოლო უკანა თათებით ხმალს თელავს. წითელ ფონზე, ლომთან ერთად ასევე გამოსახულია ცხრა ვერცხლისფერი როზეტი, რომელიც ფინეთის ისტორიულ ცხრა ნაწილს აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ გერბი 1580 წელს შეიქმნა, ოფიციალურად მხოლოდ 1978 წელს იქნა მიღებული.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება