ფინგოლფინიჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ნოლდო, ფინუეს მეორე ძე, აგრეთვე ფეანორისა და ფინარფინის ძმა. ფეანორის ძმა (მისი დედა იყო ფინუეს მეორე ცოლი, ინდისი, წარმოშობით - ვანია). სხვადასხვა ვერსიით, ფინგოლფინს ჰყავდა დები - ფინდისი და ირიმე (სხვა ვერსიით - ფინუაინი), ხოლო კიდევ ერთი ვერსიით - მესამე დაც, სახელად ფანიელი (დანარჩენი დებიც ინდისის ასულები იყვნენ).

ფინგოლფინი

ფეანორი ემუქრება ფინგოლფინს, მხატვარი ტომ ლობაკი
სხვა სახელები ნოლოფინუე, არაკანო
ბიოგრაფიული ცნობები
რასა ელფი
დაბადება ხ.წ. 4690 წელს
გარდაცვალება მ.წ. 456 წელს
ოჯახი
საგვარეულო ფინუეს საგვარეულო
ნაწარმოები „სილმარილიონი“

ფინგოლფინი იყო ფინუეს შვილთაგან ყველაზე ძლიერი და მამაცი. მას თავად ორი ვაჟი, ფინგონი და ტურგონი და ასული არედელი ჰყავდა. სხვა ვერსიებით, არსებობდა მესამე ძე, არაკანო (დაღუპული ან ალკვალონდეს ბრძოლის, ან ჰელკარაქსზე მოგზაურობის, ან ორკებთან პირველი ომის დროს). ფინგოლფინის ცოლმა ანაირემ უარი თქვა ამანის დატოვებაზე.

მას შემდეგ, რაც მელკორს, რომელიც მანამდე ამანში იყო გამოკეტილი, მიუტევეს და თავისუფლება მიანიჭეს, მან დაიწყო ფეანორსა და მის ძმებს შორის უნდობლობის გაღვივება. ღია კამათი ფეანორსა და ფინგოლფინს შორის ფინუეს სახლთან მოხდა. ვალარებმა იგი თორმეტი წლით ტირიონიდან გააძევეს და ამ ქალაქის მმართველად ფინგოლფინი დატოვეს (ფინუე თავის შვილს გაჰყვა).

ვალინორში ერუს სადიდებელი ზეიმისას ფინგოლფინი და ფეანორი შერიგდნენ მანვეს ტახტის წინაშე (თუმცა ფინგოლფინი ამ შერიგებისას უფრო გულახდილი იყო). ფინგოლფინი მას შეპირდა, რომ ყველგან გაჰყვებოდა, თუმცა არ იცოდა, როგორ მოუბრუნდებოდა ეს დაპირება.

ნოლდორთა აჯანყებისას, ტელპერიონისა და ლაურელინის განადგურების შემდეგ ფინგოლფინი გამოვიდა სიტყვით ფეანორის წინააღმდეგ. მათი შეჯახება კინაღამ დიდ ბრძოლად იქცა. თუმცა, ფეანორის მხარეს უამრავი ნოლდო მოექცა და ამანიც დატოვა. ნოლდორები ამასთან, ფინგოლფინს უფრო დიდ პატივს სცემდნენ და მათმა ნაწილმა ფეანორი მეფედ არ აღიარა, ასე რომ ეს პატივი წილად ფინგოლფინს ერგო.

მოგზაურობისას ნოლდორთა ეს ნაწილი უფრო ნელა გადაადგილდებოდა, ვიდრე ფეანორი და მისი ხალხი. ფინგოლფინმა ამანი არც თუ მოწადინებულმა დატოვა, იგი ნაწილობრივ უთმობდა ფინგონის სურვილს, ნაწილობრივ არ სურდა ხალხის დატოვება, მაგრამ ახსოვდა, რა ფიცი მისცა ფეანორს მანვეს წინაშე.

უცნობია, იყო თუ არა ფინგოლფინი ალქუალონდეს ბრძოლის მონაწილე (თუმცა მისი ხალხის ნაწილი, ფინგონის მეთაურობით ნამდვილად იყო). მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთის წინასწარმეტყველება გახდა ცნობილი, უკან არ დაბრუნებულა.

არამანში ფეანორმა მოიპარა ტელერების გემები, გადავიდა შუახმელეთში და გაანადგურა ისინი. ფინგოლფინმა და მისმა ხალხმა შორიდან იხილა ამ ხანძრის ნათება და ყველა მიხვდა, რომ მათ უღალატეს. ამანში დაბრუნების სურვილი აღარ ჰქონდათ, მთავარი იყო შუახმელეთში დაბრუნება და ფეანორთან შეხვედრა. ამ მიზნით ფინგოლფინის ხალხმა სცადა ჰელკარაქსის ყურის გადალახვა. მთვარის პირველი ამოსვლისთანავე ისინი შუახმელეთში გამოჩნდნენ.

შუახმელეთში ფინგოლფინის ელფები დასახლდნენ ჰითლუმში, მითრიმის ტბის ჩრდილო ნაპირებზე. მანამდე იქ ფეანორის შვილები ცხოვრობდნენ, რომლებმაც იხილეს მოახლოებული სტუმრები. შეშინებულებმა, მათ მიატოვეს ეს ადგილები და სამხრეთ ნაპირებზე გადავიდნენ.

მოხდა ისე, რომ ფინგონმა მაედროსი თანგოროდრიმის კლდიდან გადაარჩინა. მაშინ ფეანორისა და ფინგოლფინის დინასტიები შერიგდნენ. მაედროსმა უარი თქვა ნოლდორთა მართვაზე და ძალაუფლება ფინგოლფინს, იმ დროიდან უკვე ბელერიანდის ნოლდორთა მეთაურს გადასცა. ფინგოლფინი და ფინგონი დასახლდნენ ჰითლუმში და იცავდნენ ბელერიანდის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებს.

შუახმელეთში გამოჩენიდან 20 წლის შემდეგ ფინგოლფინმა ნაროგის სათავესთან გამართა დიდი ზეიმი, რომელსაც გაერთიანების ზეიმი ეწოდა. იქ არა მხოლოდ სხვადასხვა ნოლდო, არამედ, ბელერიანდის ნაწილებიდან მოსული სინდარები, ოსირიანდის ელფები და დორიათელი სტუმრები, მაბლუნგი და დაერონი იმყოფებოდნენ.

მაედროსთან ერთად დაგორ აგლარების, დიდებული ბრძოლის დროს ფინგოლფინმა მორგოთის შეტევა მოიგერია.

ბელერიანდში გამოჩენილ ახალ ხალხს ფინგოლფინი ყოველთვის მიესალმებოდა. ჰადორს, ედანთა ერთ-ერთ მეთაურს მან გადასცა დორ-ლომინის სამფლობელო, რომელიც ჰადორის ხალხის დიდი ნაწილის თავშესაფრად იქცა.

იცოდა რა, რომ ბელერიანდს საშიშროება ემუქრებოდა, სანამ მორგოთი ანგბანდში იყო, ფინგოლფინი დარწმუნებული იყო, რომ ანგბანდზე იერიშის მიტანა აუცილებელი იყო. მაგრამ ნოლდორები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. მათ არ სურდათ დიდი ომის დაწყება.

დაგორ ბრაგოლახის, უეცარი ცეცხლის ბრძოლისას ფინგოლფინი და ფინგონი არდ-გალენიდან ჰითლუმში დაბრუნდნენ, მაგრამ არდ-გალენი მორგოთმა ვერ დაიკავა ერედ ვეთრინის გამაგრებისა და ჰითლუმის მცველთა გამო. ფინგოლფინი ვერ აწვდიდა ხმას თავის მოკავშირეებს. როდესაც ჰითლუმში ცნობილი გახდა, თუ რა გადახდა ფინგოლფინსა და ფინარფინს, აგრეთვე ანგროდისა და აეგნორის დაღუპვის შესახებ, განრისხებული ფინგოლფინი გამოვიდა ჰითლუმიდან და ანგბანდთან მივარდა, სადაც მორგოთი ორთაბრძოლაზე იხმო.

მან მორგოთი შვიდჯერ დაჭრა, აქედან ერთხელ და ყველაზე ღრმად - ფეხში, თუმცა საბოლოოდ, თავად იქნა დაჭრილი და მოკლული. არწივი თორონდორი ჩამოფრინდა კრისაეგრიმის მწვერვალიდან და ფინგოლფინის ცხედარი აიტაცა, ამასთან მორგოთი სახეში დაჭრა თავისი ბრჭყალებით. გონდოლინიდან ჩრდილოეთით მდებარე მთაზე, სადაც ფინგოლფინი დაასაფლავეს, ტურგონმა ააგო ქვების ტრადიციული პირამიდა.

გენეალოგია რედაქტირება

ეტიმოლოგია რედაქტირება

ელფთა ტრადიციის მიხედვით, მეორე სახელს შვილს დედა არქმევდა. ამ წესით, ფინგოლფინს არაკანო ერქვა. ქუენიურად მამისგან მიღებული მისი სახელი ჟღერდა როგორც ნოლოფინუე (ფინუე მცოდნე). ფინგოლფინი თავად არის ნოლოფინუეს სახელის სინდარული ადაპტირება. ამასთან, ეს არა სინდარულ ენაზე თარგმანი, არამედ უბრალოდ ზოგადი ადაპტირებაა, რაც მას სინდარულ ჟღერადობას ანიჭებს. ფინგოლფინმა სახელი შეიცვალა და საკუთარი სახელის წინ მამის მიერ მოცემული სახელი დააყენა. ამით იგი ხაზს უსვამდა ნოლდორებზე ბატონობის სურვილს.

ფინგოლფინის ხმალს ერქვა რინგილი. მისი საგვარეულოს სიმბოლო იყო ლურჯი, ვერცხლისფერი ელემენტებით[1].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჰემონდი, უეინ გ.; სკალი, კრისტინა (1995). ჯ.რ.რ. ტოლკინი: მხატვარი და ილუსტრატორი. Houghton Mifflin. ISBN 978-0-395-74816-9.