ფილოფეუსი იგივე ფილოფე (რუს. Филофей Псковский, დ. 1465 — გ. 1542) — იღუმენი, იერლიზაროვის მონასტერში, რომელიც მდებარეობდა ფსოკოვში, XVI საუკუნეში. ფილოფე იყო „მესამე რომის“ იდეის ავტორი. მისი სიტყვებით:

ვიკიციტატა
„ორი რომი დაეცა. მესამე რომი — მოსკოვი დგას, მეოთხე რომი აღარ იქნება.“

ამ იდეას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა, ამ დროს რუსეთის მმართველი იყო ვასილი III, რუსეთი ახალი გათავისუფლებული იყო მონღოლთა ბატონობისგან და სულ უფრო ძლიერდებოდა. „მესამე რომი“ ანუ მოსკოვი, თავს ყველა მართლმადიდებლის მფარველად აცხადებდა და ამ უკანასკნელთა იმედებიც გარკვეულწილად მოსკოვს დაუკავშირდა.

2009 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არქეოლოგებმა მიაგნეს ფილოფეს საფლავს.[1]

სქოლიო რედაქტირება