ფილიპინა ელიზაბეტ ორლეანელი

ფილიპინა ელიზაბეტ ორლეანელი (ფრანგ. Philippine Élisabeth d'Orléans; დ. 18 დეკემბერი, 1714 — გ. 21 მაისი, 1734) — ორლეანელების დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და ფრანსუაზ მარი დე ბურბონის ქალიშვილი. ესპანეთის მეფე კარლ III-ის საცოლე.

ფილიპინა ელიზაბეტ ორლეანელი
წოდებები
მადმუაზელ დე ბეჟოლე
დაიბადა 18 დეკემბერი, 1714
გარდაიცვალა 21 მაისი, 1734, (19 წლის)
საგვარეულო ორლეანები
მამა ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი
დედა ფრანსუაზ მარი დე ბურბონი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ფილიპინა ელიზაბეტი დაიბადა 1714 წლის 18 დეკემბერს ვერსალში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი ცოლის, ფრანსუაზ მარი დე ბურბონის შუათანა ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ორლეანის ჰერცოგი ფილიპ I და ელიზაბეტ შარლოტა კურპფალცელი, ხოლო დედის ზახით საფრანგეთის მეფე ლუი XIV და მისი საყვარელი, მადამ დე მონტესპანი იყვნენ.

სამეფო კარზე იგი მადმუაზელ დე ბეჟოლეს სახელით იყო ცნობილი. მისი დაბადებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა მეფე ლუი XIV, რის გამოც ტახტი მისმა შვილთაშვილმა, 5 წლის ლუი XV-მ დაიკავა, რომლის რეგენტიც ფილიპინას მამა, ფილიპ II გახდა.

1718 წელს საფრანგეთ-ესპანეთს შორის ომი დაიწყო, რომელიც ორ წელიწადში დამთავრდა. ესპანეთის მეფე ფილიპე V-ს საფრანგეთთან მშვიდობის დამყარება სამი დინასტიური ქორწინებით სურდა. მისი სამი წლის ასული, ინფანტა მარიანა ვიქტორია ესპანელი დაქორწინდებოდა 15 წლის ლუი XV-ზე, ესპანეთის ტახტის მემკვიდრე, ასტურიის პრინცი ლუისი ცოლად შეირთავდა ფილიპ II ორლეანელის ქალიშვილ ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელს, ხოლო თავისი შუათანა ვაჟი, პრინცი კარლი ცოლად ფილიპინა ელიზაბეტს შეირთავდა.

ზემოთ ხსენებული სამი ქორწინებიდან მხოლოდ ერთი შედგა: პრინცი ლუისი დაქორწინდა პრინცესა ლუიზ ელიზაბეტზე. 1724 წელს ფილიპე V ლუის I-ის სასარგებლოდ გადადგა ტახტიდან, რის შემდეგაც ფილიპინას და, ლუიზ ელიზაბეტი ესპანეთის დედოფალი გახდა. 1726 მან ფილიპინა ესპანეთში ჩაიყანა, რათა პრინც კარლზე დაექორწინებინა. ორლეანელი დები ერთად ცხოვრობდნენ მადრიდის სამეფო კარზე, სადაც მეტად დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ დედოფალ ისაბელ ფარნეზესთან, რომელიც 1724 წელსვე, ლუისის დაღუპვის შემდეგ მეორედ ავიდა ტახტზე.

1728 წელს ფილიპინასა და კარლის ნიშნობა გაუქმდა, ისევე როგორც ჩაიშალა ლუი XV-ისა და მარიანა ვიქტორიას კავშირი. ამრიგად, მარიანა ვიქტორია ესპანეთში დაბრუნდა, ფილიპინა და ლუიზ ელიზაბეტი კი საფრანგეთში. აქ იგი დედასთან ერთად მშვიდად ცხოვრობდა ბანიოლეტის პატარა შატოში. იგი სწორედ აქ, 1734 წელს გარდაიცვალა 19 წლის ასაკში, ვარიოლათი.

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • El primo de Felipa Isabel, Gian Gastone de Médici, Gran duque de Toscana, no tenía herederos por lo tanto su Estado era un posible anexamiento al Imperio Español
  • «Unruly daughters; a romance of the house of Orléans». www.archive.org. Consultado el 7 de diciembre de 2009.
  • Locos de la Historia. Rasputín, Luisa Isabel de Orleáns, Mesalina y otros personajes egregios. Alejandra Vallejo-Nágera.
  • Matthieu Marais, Mémoires intéressants sur les premières années du règne de Louis XV