ფილიპე მოციქული (ბერძ. Φίλιππος, ლათ. Philippus) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი წარმოშობით გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო. ხსენების დღე - 14 (27) ნოემბერი.

წმ. ფილიპე მოციქული

ცხოვრება რედაქტირება

ფილიპე მოციქულზე მოგვეპოვება შემდეგი ინფორმაცია: წარმოშობით ბეთსაიდის გალილეიდან იყო. მოწოდებული იყო უფლის მიერ პეტრე და ანდრიას შემდეგ მეორე დღეს. მოწოდების შემდეგ ფილიპემ მეყსეულად აცნობა თავის მეგობარ ნათანიელს

პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით. და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე.

(იოან.1:45). ერთი წლის შემდეგ კი ერთ-ერთ თორმეტ მოციქულად იქნა არჩეული (მარ.3:14-18). მისი სახელი ფიგურირებს 5000 კაცის დაპურების დროსაც (იოან.6:7). ასევე როცა მას მიმართეს ელინებმა, რათა ენახათ იესო (იოან.12:23). საიდუმლო სერობის შემდეგ ფილიპემ თქვა:

ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა.

(იოან.14:8).

მკვლევართა ერთი ვერსიით ფილიპეს ჰყავდა ცოლი და სამი ქალიშვილი.[1]

ქადაგება რედაქტირება

სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. გალილეიდან ფილიპე მოციქული საბერძნეთში შემდეგ პართეთში გაემგზავრა, შემდეგ კი - ქალაქ აზოტში. აზოტიდან ფილიპე მოციქული სირიის იერაპოლში გადავიდა. შემდეგ ქადაგებით მოიარა სირია, მცირე აზია, ლიდია, მიზია. წმიდა ფილიპეს განუყრელად თან დაჰყვებოდა მისი და, მარიამნა, რომელიც ძმის გაჭირვების თანაზიარი იყო.

მოწამეობრივი აღსასრული რედაქტირება

 
წმ. ფილიპე მოციქული (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)
 
ბართლომე და ფილიპე მოციქულთა წამება

როცა მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, იქ წარმართებმა აწამეს. ფილიპე მოციქული ჯვარზე აღესრულა. წმიდანის დამ, მარიამნამ მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან რომელიც მოციქულ ფილიპესთან ერთად აწამეს მაგრამ სიკვდილს გადაურჩა,ერთად სომხეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად. აქ წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს (ხს. 11 ივნისს), მარიამნა კი გააგრძელა ღვთის სიტყვის ქადაგება და ლიკაონიაში აღსასრულა (ხს. 17 თებერვალს). შობის მარხვას ფილიპე მოციქულის სახელს უკავშირებენ.

წმინდა ნაწილები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ფილიპე მოციქული. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2009-10-26.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: